ლევან ღამბაშიძე: თუ ამ ყველაფერს ვერ გამოვიყენებთ და არჩევნებზე ოცნების პირობებით გავდივართ, რა ჯოკერი გვიჭირავს ხელში, რომელსაც უცებ გავაძრობთ და ერთიანად მოვუგებთ ამ შულერებს?

News.ge 8 საათი წინ 14
ლევან ღამბაშიძე: თუ ამ ყველაფერს ვერ გამოვიყენებთ და არჩევნებზე ოცნების პირობებით გავდივართ, რა ჯოკერი გვიჭირავს ხელში, რომელსაც უცებ გავაძრობთ და ერთიანად მოვუგებთ ამ შულერებს?

ფილოსოფოსი :
,,ცოტა ხნის წინ ტრამპი პირდაპირ ეთერში ეუბნებოდა ზელენსკის, ხელში კარტი არ გიჭირავს და დათმე ყველაფერიო. რასაც ჰქვია ყველაფერიო. ზელენსკიმ არ დათმო არაფერი. ცოტა კი არა – არაფერი.
უხაროდათ ქოცებს. დამთავრდა ზელენსკიო.
ორი დღის წინ თვითმფრინავების ოცდაათი პროცენტი გაუნადგურა ზელენსკიმ რუსეთს. დღეს უთქვამს, ს გათავისუფლებით დაიწყება დეოკუპაცია, მათ შოროს სო.
ჩვენთან ოპოზიციის ნაწილი ამბობს, არჩევნებზე გავიდეთ, სხვა კარტი არ გვიჭირავსო. აი დასავლეთიც გვეუბნება გადითო.
რეჟიმის საერთაშორისო და შიდა არაღიარება, მზარდი ავტორიტარიზმი და შესაბამისად მზარდი უკმაყოფილება, დასავლური სანქციები, კადრების არარსებობა, მეგობარი აქტის მოლოდინი, ინვესტიციების შემცირება….
ამ ყველაფერში თუ “სხვა კარტს” ვერ ვხედავთ, პოლიტიკაში კარტს რას ვეძახით საერთოდ? ამ კარტებით თამაში და რეჟიმოს იძულება თუ არ შეგვიძლია, მაშინ რითი ვაიძულებთ რეჟიმს, რომ საერთოდ რამე მაინც დათმოს? თუ ამ ყველაფერს ვერ გამოვიყენებთ და არჩევნებზე ოცნების პირობებით გავდივართ, რა ჯოკერი გვიჭირავს ხელში, რომელსაც უცებ გავაძრობთ და ერთიანად მოვუგებთ ამ შულერებს?“

სრულად წაიკითხეთ სტატია