
“ივანიშვილის რეჟიმს, როგორც ყველა დიქტატორულ რეჟიმს ჰგონია, რომ სიტყვების გაქრობით საგნებს გააქრობს.
მაგალითად, თუკი ფორმულაზე და ტვ პირველზე არ იტყვიან სიტყვებს “რეჟიმი”, “გარუსება”, “არალეგიტიმური პარლამენტი”, მაშინ ხალხი ვერ მიხვდება, რომ რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტი ქვეყნის გარუსებას ცდილობს.
ბოლომდე ბიჭებო უკან დასახევი აღარ გაქვთ. თქვენს უკან მხოლოდ მოსკოვია!” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
ცნობისათვის, “ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში.
საჩივრის თანახმად, ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები – “რეჟიმი”, “გარუსება”, “კლანის სასამართლო” და ა.შ.