ლალი მოროშკინა: …რადგან სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ გაუზრდელ თაობაზე

News.ge 1 დღე წინ 8
ლალი მოროშკინა: …რადგან სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ გაუზრდელ თაობაზე

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,ვუყურებ რა ჟურნალისტების ქცევას,უფრო სწორედ კი უსაქციელობას პრემიერთან ინტერვიუს დროს, ვფიქრობ უპრიანია გაკეთდეს ვოლიერები და იქ მოვათავსოთ ჩემი პროფესიის შემარცხვენელი ადამიანები, რომლებსაც საერთო პროფესიასთან არაფერი აქვთ.
ახლა სერიოზულად!
რადგან ე.წ.ჟურანლისტები უზრდელი და თავნება “პატარა ადამიანების” ბრბოდ გადაიქცნენ, ვფიქრობ პრემიერმა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს მათთან ურთეირთობის ფორმატი და ეკონტაქტოს მხოლოდ კვირაში ერთხელ მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტით თითოეულისთვის, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში პრეს-სპიკერი შეახვედროს.
თუ ასე მაინც არ გავზარდეთ, არაფერი ეშველება ამ სექტას.
P.S.ამას უკიდურესი გულის წუხილით ვწერ, რადგან სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას ამ გაუზრდელ თაობაზე.”

სრულად წაიკითხეთ სტატია