როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“
წარმომადგენლები მაინც
ცდილობენ რაღაც აქტიურობა
გამოიჩინონ, ვინაიდან
ხედავენ რომ ტრამპის
სურვილი, რეალურად
შესაძლოა იყოს
საქართველოსთან
ურთიერთობების
გაუმჯობესება, - განაცხადა
გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს
წევრმა ლევან
ნიკოლეიშვილმა.მისივე
თქმით, მათ ეს სიგნალი
ნახეს და ახლა ფიქრობენ,
რომ ამ სიტუაციაში ცუდი არ
იქნებოდა მოარგონ
თავიანთი გეგმები ისე, რომ
არც ის საქმე დაზარალდეს,
ტრამპის მთავარი გზავნილი
რაც იყო, მაგრამ
შესაძლებლობის ფარგლებში
ის თავიანთი, ე.წ. ხელი რაც
მათ აქვთ, ნახონ.„ახლა რაში
მდგომარეობს ეს ხელი, ჯერ
ერთი, ფორმა იმისა, რომ
არსებობს პრეზიდენტი,
არსებობს პრემიერი,
არსებობენ მრავალი
სტრუქტურები და შენ
შეგიძლია მათ შეხვდე,
განიხილო ეს საკითხები,
თავისთავად ცხადია,
ნორმალურია, მაგრამ
არანორმალურ სახეს იღებს
იმ შემთხვევაში, როდესაც
შენ ცდილობ დაუკავშირდე
ბიძინა ივანიშვილს,
რომელმაც განაცხადა, რომ
მასთან შანტაჟის ენით
საუბარი არ შეიძლება და არც
არავის გამოუვა ერთი
უბრალო მიზეზიდან
გამომდინარე, რომ მან
რამდენჯერმე დაამტკიცა,
რომ პირად ინტერესებს
სახელმწიფო ინტერესებზე
მაღლა არ აყენებს. ჩვენ
ამის ერთი სერიოზული
გამოცდილება გაგვაჩნია და
თვალნათლივ დავინახეთ, რომ
ომთან დაკავშირებით
საქართველოში მშვიდობა
მან არ გაცვალა თავის პირად
ინტერესებზე, როდესაც მას
ჰქონდა გარკვეული
ფინანსური დავა, კამათი
შვეიცარიულ ბანკებთან.
ახლაც გამორიცხულია, რომ ის
კაცი ამას დათანხმდეს,
ვინაიდან არაერთხელ თქვა
ამის თაობაზე, არაერთხელ
დაამტკიცა მან თავისი
პრინციპულობა ამასთან
დაკავშირებით, რაც
თავისთავად ცხადია ძალიან
კარგია.მეორე, ასევე
მნიშვნელოვანი მომენტია,
რომ ის ხაზგასმით ეუბნება
საელჩოს და საელჩოს
მეშვეობით იმ ადამიანებს,
ვინც ცდილობენ, რომ აი
ტრამპის იმ მესიჯში
შეიტანონ თავიანთი
გარკვეული დღის წესრიგი,
რომ ეს ასე არ იქნება.
არსებობს
პრემიერ-მინისტრი,
არსებობს საგარეო საქმეთა
მინისტრი, თუ ვინმეს უნდა
საუბარი, უნდა
დაელაპარაკონ ოფიციალურ
სტრუქტურებს. კულუარული
მოლაპარაკებების მოწყობა
იმისათვის, რომ შენ შენს
სხვა გვერდითა გეგმებს
მიაღწიო, არც თუ მთლად
კარგი და მისაღები
ქმედებაა იმ ხალხის მიმართ,
ვინც აპირებს“, - აღნიშნა
ლევან ნიკოლეიშვილმა.