“ყალბი ზეიმი აქვთ
უსამშობლოებს, ბაიდენის
საგარეო პოლიტიკაში
მრავალჯერ ხელმოცარულმა
ადმინისტრაციამ კიდევ
ერთხელ, თუმცა უკანასკნელი
მაშველი რგოლი გადმოუგდო
რადიკალურ ოპოზიციას და
სანქციები დაუწესა ბიძინა
ივანიშვილს”-წერს
“ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს” წევრი ლევან
ნიკოლეიშვილი სოციალურ
ქსელში.როგორც
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს,
აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება,
რომელსაც თვეზე ნაკლები
დარჩა, მაქსიმალურად
ცდილობს, დასაჯოს ადამიანი,
რომელმაც რუსეთ-უკრაინის
სასაკლაო ომში არ ჩართო
თავისი ქვეყანა.“ყალბი
ზეიმი აქვთ უსამშობლოებს,
ბაიდენის საგარეო
პოლიტიკაში მრავალჯერ
ხელმოცარულმა
ადმინისტრაციამ კიდევ
ერთხელ, თუმცა უკანასკნელი
მაშველი რგოლი გადმოუგდო
რადიკალურ ოპოზიციას და
სანქციები დაუწესა ბიძინა
ივანიშვილს. მარტივად რომ
ავხსნათ, აშშ-ს მოქმედი
ხელისუფლება, რომელსაც
თვეზე ნაკლები დარჩა, უფრო
ზუსტად სადღაც 23 დღე
მაქსიმალურად ცდილობს,
დასაჯოს ადამიანი,
რომელმაც რუსეთ-უკრაინის
სასაკლაო ომში არ ჩართო
თავისი ქვეყანა და
ფაქტობრივად სახელმწიფოს
სუვერენიტეტისა და
მშვიდობის სადარაჯოზე
დადგა. მანამდე იყო
მრავალჯერადი შანტაჟი და
მუქარა, ჯერ შვეიცარიული
ბანკის მეშვეობით
გაუყინეს ანგარიშები,
ევროკავშირში მიღება არ
მიღების მანიპულაციები
ისტერიული ხასიათი მიიღო,
ნურც მცდელობები
ლეგიტიმური არჩევნების
შედეგების გაუქმებისა და
სალომე ზურაბიშვილისთვის
საპრეზიდენტო ვადის
გაგრძელების მოთხოვნებს
დავივიწყებთ. ახლა კი
სანქციების დაწესება,
რომელიც მართლაც ბოლო
კუდის მოქნევა გახლავთ,
საინტერესოა რომ
მაგნიტსკის სიაში შეყვანა,
მიზეზთა გამო ვერ გაბედეს,
რაც იმის დადასტურება, რომ
ეს ამ ადმინისტრაციის ბოლო
კუდის მოქნევაა.რას
მისცემს ბაიდენ-ბლინკენის
მიერ ბიძინა ივანიშვილის
დასანქცირება ქართველ
რადიკალებს, რეალურად ენის
ჭარტალის გახანგრძლივების
გარდა- არაფერს, შეძლებენ
ისინი ახალი არჩევნების
დანიშვნას- ცხადია ვერა,
ვერც სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის
თანამდებობაზე ყოფნა
გახანგრძლივდება,
რევოლუციაზე და რაიმე
სახის გადატრიალებაზე
ლაპარაკიც ზედმეტია. ანუ რა
გამოდის ბაიდენის
ადმინისტრაციამ ბოლო
"საკონტროლო" გასროლა
განახორციელა ცალკე
დამოუკიდებელი და
სუვერენული სახელმწიფოს
და ცალკე ტრამპის
წინააღმდეგ, ოღონდ ეს არის,
რომ გასროლა ფუჭი ვაზნებით
მოხდა, დანარჩენი კი
მარტივად გამოსაცნობია
ფუჭი ვაზნები ვის უფრო
აზიანებს სამიზნესა თუ
მსროლელს”- წერს ლევან
ნიკოლეიშვილი.