ლევან ნიკოლეიშვილი: არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს, ჩვეული და ყველასთვის ცნობილი ლოზუნგით, რომ არჩევნები გაყალბდა. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც სცდებოდა კანონის ფარგლებს, მარცხით დამთავრდა და ასე იქნება ახლაც

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
ლევან ნიკოლეიშვილი: არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს, ჩვეული და ყველასთვის ცნობილი ლოზუნგით, რომ არჩევნები გაყალბდა. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც სცდებოდა კანონის ფარგლებს, მარცხით დამთავრდა და ასე იქნება ახლაც
არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს, ჩვეული და ყველასთვის ცნობილი ლოზუნგით, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა.მისივე თქმით, როგორც ადრე, ახლაც ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება, შესაბამისად, ამგვარი მცდელობები კვლავ მარცხით დამთავრდება.„მე ამ ყველაფერს მოვიაზრებ ერთი სცენარის რამდენიმე ნაწილად, სცენარის, რომელიც ემსახურება არეულობის მოწყობას, რევოლუციის განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას. სცენარის პირველი პუნქტი არის, რომ წინასწარ მოხდეს იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების გამოსვლა ქუჩაში, ვითომ რაღაც პროტესტის გამოსახატავად, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში. ეს არის ერთგვარი ტესტი მათთვის, რომ ნახონ რა ძალები და საზღვრები გააჩნიათ. მეორე პუნქტი ამუშავდება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, როგორც კი „ლელო“-გახარიას ტანდემი იწვნევს მარცხს, რაც მათ ძალიან კარგად იციან, რადგან წარმოუდგენელია „ლელო“ და გახარია ერთ კოალიციაში იყოს მოაზრებული - ადამიანების ის ჯგუფები თუ წარმომადგენლები, რომლებიც წინა დღეს ერთმანეთის ლანძღვითა და შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს, ჩვეული და ყველასთვის ცნობილი ლოზუნგით, რომ არჩევნები გაყალბდა. ესაა სცენარის მეორე პუნქტი. ნახავენ, ამ მხრივ რა შესაძლებლობები გააჩნიათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისინი ყურადღებით აკვირდებიან, რომ თუ ამ ორი დაქსაქსული ძალის რაოდენობა ოდნავ მაინც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არეულობა მოაწყონ საქართველოში, რა თქმა უნდა, ამას ისინი შეეცდებიან. მაგრამ ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ ნებისმიერი მათი ასეთი მცდელობა, რომელიც სცდებოდა კანონის ფარგლებს და მიმართული იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისკენ, სახელმწიფოს მიერ იყო რეაგირება ამაზე კანონის ფარგლებში და ეს მცდელობები მარცხით დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ახლაც“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია