ლევან მახაშვილი: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესი საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ

Primetime.ge 2 დღის წინ 11
ლევან მახაშვილი: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესი საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ
ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესი საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა აკრიტიკონ იმის გამო, თუკი რუსეთთან ომის თავიდან არიდებას ცდილობს.„პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ 2008 წლის ომიდან 8 თვის თავზე რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადატვირთეს ურთიერთობა ისე, რომ ერთი ღერი სანქციაც კი არ დაწესებულა რუსეთის მიმართ. სანქციაზე არ არის საუბარი, რაიმე ან ფორმატის გაუარესება, ან რაღაც. 8 თვის თავზე სრულად აღდგა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ის, რაც შემდგომ 9 მაისს განვითარდა, ეს იყო ამ პროცესის კიდევ ერთი განვითარება და საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის, საუკეთესო გაკვეთილი, ასე ვთქვათ, ყველასთვის, რომ ყველა უყურებს თავის ინტერესებს. ყველა უყურებს რა ინტერესი აქვს და თუ ეს ინტერესი საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ. დღეს რომ აკრიტიკებენ, ამიტომ ვახსენე ეს სამი ქვეყანა, რომ დღეს ძირითადად ამ სამ ქვეყანას აკრიტიკებენ. ამიტომ, ჩვენთვის აქ მოულოდნელი არაფერი არ არის“, - აღნიშნა მან.ლევან მახაშვილის თქმითვე, თუკი ვინმეს უნდა საქართველოს გაკრიტიკება, თვითონ მოგვცეს ყველამ საუკეთესო მაგალითი, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ.„როდესაც კრემლის წინ სამხედრო სალამს აბარებ პუტინს, გვესმის, რომ მაშინ ჰქონდათ ურთიერთობის აღდგენის სურვილი, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვაკრიტიკონ იმის გამო, თუ ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ომის თავიდან არიდებას და ამისთვის, ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ მაინცდამაინც სამხედრო დაპირისპირებაში არ შევიდეთ იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყოველთვის სანქციების თავიდან არიდების თემა იყო თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ უკრაინასაც, ევროკავშირსაც და თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.მმართველი გუნდი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში გამართულ აღლუმზე წერს, სადაც დასავლური ქვეყნების, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია