ვისურვებდით, რომ მათ
გადაყენების თუ დასჯის
მეთოდების ნაცვლად,
ყოფილიყო მეტი სივრცე
დიალოგისთვის, მათ შორის
საპარლამენტო
მიმართულებით, - განაცხადა
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილმა,
ესტონეთის პარლამენტის
გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით, რომელიც
საქართველო-ესტონეთის
მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელის ლაური
ლაატსის პოსტიდან
გადაყენებას ეხება.ლევან
მახაშვილის თქმით,
დასანანია ასეთი
გადაწყვეტილების
მიღება.„ჩვენ ორივე
ქვეყანას წესით უნდა
გვქონდეს საერთო ინტერესი
და ეს არის სიმართლე და არ
აქვს მნიშვნელობა ეს
სიმართლე საიდან შეიძლება
მოდიოდეს, რომელი მხრიდან,
რომელი პირიდან, რომელი
პოზიციიდან. ამიტომ, რა
თქმა უნდა, დასანანია
ესტონეთის პარლამენტის ამ
წევრების გადაწყვეტილება,
რომ გადააყენონ ეს
ადამიანი დაკავებული
თანამდებობიდან. თუმცა
ჩვენ ვისურვებდით, რომ
გადაყენების თუ დასჯის
მეთოდების ნაცვლად,
ყოფილიყო მეტი სივრცე
დიალოგისთვის, მათ შორის
საპარლამენტო
მიმართულებით“, - განაცხადა
ლევან
მახაშვილმა.ცნობისთვის,
ესტონეთის პარლამენტის
საქართველო-ესტონეთის
მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელი ლაური
ლაატსი პოსტიდან
გადააყენეს. ამის მიზეზი
მის მიერ საქართველოს
მხარდამჭერი
განცხადებებია. როგორც
„ქრონიკას“ ლაური ლაატსიმ
განუცხადა, ზეწოლის
ნაცვლად, ესტონეთი და
ევროკავშირი უნდა ჩაერთონ
დიალოგში საქართველოსთან.
მისივე თქმით, სანქციები
გამოსავალი არ არის.