საქართველოს ისტორიის 2003-2012
წლების მონაკვეთთან
დაკავშირებით ძალიან
ბევრი კითხვის ნიშანი
არსებობს. ჩვენ შევეცდებით,
რომ ერთხელ და სამუდამოდ
დავხუროთ ისტორიის ეს
ნაწილი, - განაცხადა
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ლევან მახაშვილმა.„ჩვენ
არაერთხელ განვაცხადეთ,
რომ საქართველოს ისტორიის
2003-2012 წლების მონაკვეთთან
დაკავშირებით ძალიან
ბევრი კითხვის ნიშანი
არსებობს წინა
ხელისუფლების
მმართველობით რეჟიმსა და
ამ რეჟიმის მაღალი
თანამდებობის პირების
დანაშაულებთან
დაკავშირებით. სწორედ
ამიტომ, ჩვენი
წინასაარჩევნო დაპირების
შესაბამისად, ჩვენ ვქმნით
საგამოძიებო კომისიას,
რომელიც პირველი -
პოლიტიკურად შეაფასებს ამ
პროცესს ლოგიკურია და
მეორე - რა თქმა უნდა,
შეისწავლის იმ
დანაშაულებს, რომელიც
დაკავშირებული იყო მაღალი
თანამდებობის პირებთან და
ამით ჩვენ შევეცდებით, რომ
ერთხელ და სამუდამოდ
დავხუროთ ისტორიის ეს
ნაწილი“, - განაცხადა
მახაშვილმა.საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტმა, 2003-2012 წლებში
ნაცმოძრაობის რეჟიმის
მიერ ჩადენილი
დანაშაულების შესწავლის
მიზნით, საგამოძიებო
კომისიის კვოტები
განსაზღვრა. კომისიაში 10
დეპუტატი იქნება, 5
უმრავლესობიდან და 5
ოპოზიციიდან.