საპარლამენტო დელეგაცია
რუმინეთში შეხვედრებს
განაგრძობს. დღეს
ევროპასთან ინტეგრაციის
და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტების
თავმჯდომარეები კოლეგებს
პარლამენტში შეხვდებიან.
მსჯელობა შეეხება საერთო
გამოწვევებს და
საქართველოს ევროპულ
მომავალს. ასევე
დაგეგმილია შეხვედრა
აკადემიურ წრეებთან.„დღეს
ჩვენ გავაგრძელებთ
პარლამენტში შეხვედრებს.
ორივე პალატაში, როგორც
მაღალი თანამდებობის
პირებთან, ასევე ჩვენს
უშუალო კოლეგებთან
სხვადასხვა კომიტეტში.
ვისაუბრებთ სექტორულ
მიმართულებაზე,
ვისაუბრებთ მეგობრობის
ჯგუფებს შორის რა შეიძლება
დავგეგმოთ უახლოეს
მომავალში. რუმინეთი
დაინტერესებულია
პოლიტიკურ-ეკონომიკური,
კულტურული, სამხედრო
თვალსაზრისით
ურთიერთობების
გაღრმავებით და
საპარლამენტო დიპლომატიის
ნაწილი ამ შემთხვევაში
იქნება, რა თქმა უნდა,
აქტიურად გამოყენებული,
მათ შორის რუმინეთში, რომ
მთავრობასთან ერთად ჩვენ
ეს კავშირები
გავაძლიეროთ“, - განუცხადა
„ქრონიკას“ ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე ლევან
მახაშვილმა.