თუ ევროკავშირი იქნება
მზად, სხვადასხვა ფაქტორის
გათვალისწინებით, რომ
საქართველოსთან გახსნას
გაწევრიანების
მოლაპარაკებები, ჩვენ რა
თქმა უნდა ამისთვის მზად
ვიქნებით, - განაცხადა
გადაცემა „ქრონიკაში“
„ქართული ოცნების“ წევრმა
ლევან მახაშვილმა.„ამის
პარალელურად, ჩვენ
გავაგრძელებთ ჩვეულებრივ
საქმიანობას რეალური
ფუნდამენტის შექმნისთვის
იმისთვის, რომ 2030 წლამდე
ჩვენ მოვახდინოთ
საქართველოს
ინსტიტუციური, პოლიტიკური,
ეკონომიკური თუ სხვა ტიპის
სრული ევროპეიზაცია, რომ 2030
წლისთვის ჩვენ ვიყოთ
სრულად მზად ევროკავშირში
წევრობისთვის“, - აღნიშნა
ლევან
მახაშვილმა.მმართველი
გუნდის გადაწყვეტილებით, 2028
წლის ბოლომდე
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი დღის წესრიგში
აღარ დადგება.