ლევან მახაშვილი - ეუთო/ოდირ-ი მოვიწვიეთ, რათა მანიპულაციები დაგვესრულებინა, შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ, მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით

Primetime.ge 5 საათი წინ 9
ლევან მახაშვილი - ეუთო/ოდირ-ი მოვიწვიეთ, რათა მანიპულაციები დაგვესრულებინა, შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ, მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით
ეუთო/ოდირ-ი მოვიწვიეთ, რათა მანიპულაციები დაგვესრულებინა. შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ, მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.მახაშვილი ეუთო/ოდირ-ის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პოზიცია და პრიორიტეტი არ გვქონდა. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა ეუთო/ოდირ-ის დასწრება და დაკვირვება იმდენად, რამდენადაც მის შედეგს პატივს სცემდნენ. არათუ პატივს არ სცემდნენ, არამედ პირველივე შესაძლებლობისას მისი შედეგები ნაგავში მოისროლა ყველამ, ვისაც პატივი უნდა ეცა. იმისათვის, რომ მოწვევა-არმოწვევასთან დაკავშირებით მანიპულაციები დაგვესრულებინა, მოვიწვიეთ და ის პასუხი მივიღეთ, რაც მივიღეთ. არც გაგვკვირვებია, არც გაგვხარებია და არც გვწყენია. მათ პოზიციას და გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. არ არსებობს განსაზღვრული თარიღი, მოწვევა როდის უნდა გააგზავნო და როდის – არა. ეს ორმხრივი შეთანხმების საგანია იმ ქვეყანაში, სადაც მიდიხარ. განსაკუთრებული წესი არ არსებობს. დროზე მითითება ჩვეულებრივი მანიპულაციაა. თუ მიიჩნევენ, რომ მათთვის ეს იყო უმთავრესი, კი ბატონო, მაგრამ თუ სურვილია, ესწრებოდნენ რომელიმე არჩევნებს, მაშინ არ არსებობს რაიმე ვადა, შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ. ეს მიზეზი ჩვენთვის არ არის და ვერ იქნება ნამდვილი იმის გათვალისწინებით, რომ მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით, თუ რაიმე დახმარება დასჭირდებოდათ. თვითონ არჩევნების დღე და არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პერიოდი თუ აინტერესებდათ, ამისთვის მზად ვიყავით. დღესაც მზად ვართ, თუ პოზიციას შეიცვლიან, სიამოვნებით დავუდგებით გვერდით“, – განაცხადა მახაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 9 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.
სრულად წაიკითხეთ სტატია