ლევან მახაშვილი ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე: ეს არის იმ სურათის გაგრძელება, რაც ჩვენ ვნახეთ USAID-ის და NED-ის სკანდალის შემდგომ - ევროპულ დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ლეგიტიმური კითხვები არსებობს

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
ლევან მახაშვილი ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე: ეს არის იმ სურათის გაგრძელება, რაც ჩვენ ვნახეთ USAID-ის და NED-ის სკანდალის შემდგომ - ევროპულ დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ლეგიტიმური კითხვები არსებობს
 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნას „ქრონიკასთან“ ეხმიანება. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, ეს არის USAID-ისა და NED-ის სურათის გაგრძელება.მისივე თქმით, ამერიკული გამოცდილების შემდეგ, ევროპულ დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ლეგიტიმური კითხვები არსებობს.„ეს არის გაგრძელება იმ სურათის, რაც ჩვენ ვნახეთ USAID-ის და NED-ისსკანდალის შემდგომ. როდესაც კეთილშობილური მიზნების მიღმა ხდებოდა ამ თანხების გამოყენება ისეთი ქმედებებისთვის, რომელსაც საზოგადოებაში შემოჰქონდა უთანხმოება, დაპირისპირება, რადიკალიზაცია. ამერიკული გამოცდილების შემდგომ, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები ევროპულ დაფინანსებასთანაც დაკავშირებით და სერიოზული ეჭვები, რომ იმავენაირად ხდებოდა ამ დაფინანსების გამოყენება საქართველოში. ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებს, რომ როგორც ჩანს არის გარკვეული თანხები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება არა იმ მიზნებისთვის, რაც საჯაროდაა გაცხადებული, არამედ საზოგადოებაში უთანხმოებისა და დაპირისპირების შემოსატანად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია