ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი
გერმანიის მიერ
საქართველოსთან
სახელმწიფო პროექტების
შეჩერების
გადაწყვეტილებას
გამოეხმაურა.„მსგავსი
განცხადებები არაერთხელ
მოვისმინეთ სხვადასხვა
ელჩისგან, თუნდაც ამავე
[გერმანიის] ელჩისგან.
სიმართლე რომ გითხრათ, ეს
არ არის არც მეგობრული და
არც საფუძვლიანი
გადაწყვეტილებები. ვინც
უნდათ ის დააფინანსონ,
მაგრამ ნებისმიერ
შემთხვევაში, აქ უნდა იყოს
გაცემული პასუხები
რამდენიმე მნიშვნელოვან
კითხვაზე - რამდენად
ანგარიშვალდებული იქნება,
ან რამდენად გამჭვირვალე
იქნება ეს დაფინანსება,
რადგან სხვა შემთხვევაში,
საქართველოს მოსახლეობამ
არაერთხელ ნახა, რომ
მსგავსი ტიპის
დაფინანსება ხშირად იყო
გამოყენებული საქართველოს
პოლიტიკურ სივრცეში
პოლიტიკური
რადიკალიზაციისთვის“, -
აღნიშნა მახაშვილმა.237
მილიონი ევროს
ღირებულების პროექტებს
შეწყვეტასთან
დაკავშირებით პიტერ
ფიშერმა იქსზე დაწერა.