ყველას აერთიანებს
პატრიოტიზმი,
პროფესიონალიზმი და
გამჭვირვალობა. ეს არის ის
ძირითადი საყრდენი, რითაც
ვიხელმძღვანელეთ ამ სიის
შედგენის პროცესში, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა „დღის
ქრონიკაში“ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო სიის
შედგენის პრინციპზე
საუბრისას.„სიის პირველ
ოცეულზე ბევრი საუბარი იყო,
იქ ვიხილეთ ახალი სახეები,
რომლებიც გამოირჩევიან
განსაკუთრებული
სიყვარულით ჩვენი
ქვეყნისადმი, თავისი
პატრიოტული
დამოკიდებულებით
საქართველოსადმი, თავისი
პროფესიონალიზმით.დღეს
უკვე მთლიანი სიაა
წარდგენილი, სადაც
ძირითადი პრინციპი, რაც
ბატონმა მამუკა
მდინარაძემ განმარტა, არის,
ის, რომ მარტივ ფორმულას
მივყევით იქიდან
გამომდინარე, რომ რამე
გაუგებრობა არ ყოფილიყო
გამოწვეული.თავიდან მოდის
რა თქმა უნდა, სიის პირველი
ოცეული, შემდეგ 30 დელეგატი,
შემდეგ „ხალხის ძალის“ ის
წევრები, რომლებიც ვერ
მოხვდნენ დელეგატების
რიგებში და ოცეულში. ხოლო
შემდეგ უკვე მოვდივართ
მოქმედი დეპუტატები
ზუსტად იმ რიგითობით, რა
რიგითობაც იყო დაცული 2020
წლის სიის
შემთხვევაში.შემდეგ უკვე
მოდიან ახალი სახეები,
რომლებიც ასევე
გამოირჩევიან თავისი
განსაკუთრებული
დამოკიდებულებით ჩვენი
ქვეყნისადმი.ყველას
აერთიანებს პატრიოტიზმი,
პროფესიონალიზმი და
გამჭვირვალობა. ეს არის ის
ძირითადი საყრდენი, რითაც
ვიხელმძღვანელეთ ამ სიის
შედგენის პროცესში”, -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.„ქართული
ოცნების“ 170 კაციანი სია
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ,
მამუკა მდინარაძემ
ცესკოში დღეს წარადგინა.
მან ჟურნალისტებთან
მმართველი პარტიის
საარჩევნო სიის შედგენის
პრინციპიც განმარტა.