ლევან მაჭავარიანი იმ
გაფრთხილებას ეხმიანება,
რომელიც ამერიკის
შეერთებული შტატების
მოქალაქეებმა
საქართველოში არჩევნების
შემდეგ მოსალოდნელ
დემონსტრაციებზე მიიღეს.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს
ყველაფერი გლობალური ომის
პარტიის გავლენებს
უკავშირდება.„ოპოზიცია
მთლიანად იმართება გარე
ძალებისგან, რომელსაც ჩვენ
გლობალურ ომის პარტიას
ვუწოდებთ პირობითად,
ამერიკაში კი მათ „დიფ
სთეითს“ ეძახიან და ძალიან
ბევრი პოლიტიკოსი
საუბრობს ამ ძალებზე.
სამწუხაროდ, მათ აქვთ
ძალიან სერიოზული
გავლენები ამერიკულ
ბიუროკრატიაზე და ა.შ.
შესაბამისად, ეს ყველაფერი
ორკესტრირებულია. ყველამ
იცის - როგორც გარე, ისე შიდა
აქტორებმა, რომ ოპოზიციას
გამარჯვების არანაირი
შანსი არ აქვს.
შესაბამისად, მთელი დღის
წესრიგი არის აგებული 26
ოქტომბრის საღამოზე და
იმაზე თუ რა პროტესტი უნდა
მოჰყვეს ამ ყველაფერს“, -
აცხადებს
მაჭავარიანი.მისივე თქმით,
მმართველ პარტიას
არაერთხელ უნახავს
არეულობის მცდელობები,
განსაკუთრებით ბოლო 2,5 წლის
განმავლობაში, თუმცა
მთავრობა,
სამართალდამცავი და
საგამოძიებო უწყებები
მოწოდების სიმაღლეზე
არიან და ნებისმიერი
აქტორი, ვინც კანონის
დარღვევას და ქვეყნის
არევას
ეცდება,მაქსიმალური
სიმკაცრით დაისჯება.აშშ-ის
საელჩო საქართველოში მათი
ქვეყნის მოქალაქეებს
სკანდალური შინაარსის
იმეილებს უგზავნის და
მოუწოდებს, გამოიჩინონ
სიფრთხილე და დააკვირდნენ
26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით
ხალხის დიდი მასების
შესაძლო შეკრებას ან
პროტესტს საქართველოში.