ჩვენმა პრემიერმა ეს
ტრიბუნა გამოიყენა იმ
გზავნილებისთვის, რომელიც
ყველაზე მნიშვნელოვანია
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მაჭავარიანმა,
გაეროში, საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
სიტყვით გამოსვლასთან
დაკავშირებით „დღის
ქრონიკასთან“
საუბრისას.მისი თქმით,
ირაკლი კობახიძემ
ყურადღება გაამახვილა
ისეთ საკითხებზე, რა
გამოწვევების წინაშეც
მსოფლიო დგას.„პირველ
რიგში, მან დაიწყო იმით, რომ
მხარდაჭერა აღუთქვა
უკრაინელ ხალხს და ჩვენი
ურყევი მხარდაჭერა მათი
ტერიტორიული მთლიანობის
მიმართ. ბატონმა პრემიერმა
ასევე, ისაუბრა ჩვენს როლზე
შუა კორიდორში. იქიდან
გამომდინარე, რომ შუა
კორიდორის თემა დღეს
ძალიან აქტუალურია. ჩვენ
ვაკვირდებით, მაგალითად
ჩინეთის შემთხვევაში თუ
ვისაუბრებთ, რომ
ჩრდილოეთიდან ევროპაზე
გასასვლელი ფაქტობრივად
დაკეტილია რუსეთ-უკრაინის
კონფლიქტის გამო,
სამხრეთიდანაც ღაზას
სექტორი კონფლიქტის გამო
და უალტერნატივო, ყველაზე
მოკლე და უსაფრთხო
მარშრუტი არის შუა
კორიდორი, სადაც
საქართველო თამაშობს
საკვანძო როლს. და ანაკლიის
პროექტი, რომელიც ძალიან
მალე დაიწყება, ეს არის
უმნიშვნელოვანესი,
საუკუნის პროექტი, რომელიც
განსაკუთრებულად აისახება
ჩვენს ეკონომიკაში. აქ ჩვენ
ვიქნებით იმ ტვირთის
გამნაწილებლები ევროპაზე,
რომელიც ჩინეთიდან მოდის
შუა აზიის გავლით,
აზერბაიჯანი და შემდეგ
უკვე საქართველოდან
გავრცელდება ევროპაზე.
ევროპა და ჩინეთი
ერთმანეთთან დაახლოებით 800
მილიარდს ვაჭრობენ
წელიწადში და შეგიძლიათ
წარმოიდგინო რამხელა
ტვირთბრუნვაზე არის აქ
საუბარი.შუა კორიდორის
ფარგლებში მრავალი
პროექტია დაინიცირებული.
მაგალითად შავი ზღვის
კაბელი, სადაც საქართველოს
ერთ-ერთი მონაწილე
ქვეყანაა აზერბაიჯანთან,
უნგრეთთან და რუმინეთთან
ერთად. იქ არის თურქმენეთის
გაზსადენის თემა და სხვა
კიდევ პროექტები, სადაც
ჩვენ საკვანძო როლის
მონაწილეები
ვართ.პრემიერმა
გაამახვილა ყურადღება
მშვიდობაზე. იქიდან
გამომდინარე, რომ ეს
ძირითადი გამოწვევაა დღეს
მსოფლიოში.სერიოზული
ექსპერტები ვარაუდობენ,
რომ მსოფლიო დგას მესამე
მსოფლიო ომის რისკის
წინაშე. როდესაც ასე
ვითარდება გეოპოლიტიკური
კონიუნქტურა ჩვენ ვართ
მშვიდობის კუნძული.
„ქართული ოცნება“ არის
იმის გარანტი, რომ
ქვეყანაში იქნება
მშვიდობა და სტაბილურობა“,
- განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.