ლევან მაჭავარიანი პრემიერის წერილზე: დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში. ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, ჩვენი მოსახლეობა ელოდება აშშ-სგან გარკვეული ტიპის გზავნილებს, რომელიც გვსურს, რომ უმაღლეს დონეზე გაკეთდეს

Primetime.ge 5 საათი წინ 10
ლევან მაჭავარიანი პრემიერის წერილზე: დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში. ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, ჩვენი მოსახლეობა ელოდება აშშ-სგან გარკვეული ტიპის გზავნილებს, რომელიც გვსურს, რომ უმაღლეს დონეზე გაკეთდეს
ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას.მისი თქმით, იყო გარკვეული ტიპის შეხვედრები, როგორც აშშ-ს ელჩთან, ასევე, აშშ-ში ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტისას თუმცა ეს არ არის საკმარისი.„ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ და ჩვენ გაგვაჩნია სუვერენიტეტის ძალიან მაღალი ხარისხი. ასეთი დამოუკიდებლობის ხარისხი მსუბუქად, რომ ვთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია საქართველოს არასდროს არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი. იყო რა თქმა უნდა ქალბატონი ელჩის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, ლევან დავითაშვილთან. შემდეგ ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში. იქაც იყო ადმინისტრაციასთან შეხვედრები. მაგრამ ჩვენ გვსურს რა თქმა უნდა, რომ ეს უმაღლეს დონეზე გაკეთდეს, რაღაც ტიპის განცხადება იქნება თუ კომუნიკაცია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია