ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანი ISFED-ს
არჩევნების შესახებ
ანგარიშის
გასაჯაროებისკენ
მოუწოდებს.„ძალიან დიდი
დრო გავიდა. ოფიციალურ
დასკვნას არ ასაჯაროებენ.
ჩვენ მათი პოსტი ვიხილეთ -
რაღაც პოსტი იყო, რომ კი
ბატონო, ვეთანხმებით
ცესკოს, ყველაფერი სწორად
აქვს დათვლილიო. თუმცა,
მაინც რაღაც ბუნდოვანება
დატოვეს და, შესაბამისად,
მოვუწოდებთ, რაც შეიძლება
მალე გაასაჯაროონ
ანგარიში“, - აცხადებს
მაჭავარიანი.ISFED-ში
განაცხადეს, რომ მათ მიერ
ხმების პარალელური
დათვლის შედეგების
ვერიფიკაცია შეესაბამება
ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ
შედეგებს, თუმცა
ორგანიზაცია თავისი
შედეგების გამოქვეყნებაზე
უარს აცხადებს.