"განსხვავებით წინა
პრეზიდენტებისგან, იგი
იხელმძღვანელებს მხოლოდ
ჩვენი ქვეყნის ეროვნული
ინტერესებიდან
გამომდინარე," - ეს
განცხადება პარლამენტის
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მაჭავარიანმა,
მიხეილ ყაველაშვილთან
დაკავშირებით
გააკეთა.მისივე თქმით,
მიხეილ ყაველაშვილს
ვერანაირი გარე ძალა ვერ
დაარწმუნებს და ვერ
აიძულებს, საქართველოს
ეროვნული ინტერესების
საწინააღმდეგო ნაბიჯი
გადადგას."ბატონ
ყაველაშვილს ხვდება
ძალიან მძიმე
მემკვიდრეობა არამარტო
სალომე ზურაბიშვილისგან,
არამედ მისი
წინამორბედებისგანაც.
ზოგადად, პრეზიდენტის
ინსტიტუტი როგორი
დისკრედიტირებულია ყოფილი
პრეზიდენტების მიერ, ყველა
კარგად ხედავს, მაგრამ
ბატონი ყაველაშვილი ამ
ყველაფერს თავს კარგად
გაართმევს და
განსხვავებით წინა
პრეზიდენტებისგან, იგი
იხელმძღვანელებს მხოლოდ
ჩვენი ქვეყნის ეროვნული
ინტერესებიდან
გამომდინარე. მას
ვერანაირი გარე ძალა და
აქტორი ვერც დაარწმუნებს
და მითუმეტეს, ვერც
აიძულებს, რომ რამე ისეთი
ნაბიჯი გადადგას, რომელიც
ეწინააღმდეგება
საქართველოს ინტერესებს," -
აცხადებს ლევან
მაჭავარიანი.