ლევან მაჭავარიანი: ერთ მხარეს დგას ის მოცემულობა, თუ „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში და ბანერის მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ იმ მოცემულობას, რაც დღეს საქართველოშია მშვიდობის შენარჩუნების ფონზე

Primetime.ge 2 თვის წინ 61
ლევან მაჭავარიანი: ერთ მხარეს დგას ის მოცემულობა, თუ „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში და ბანერის მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ იმ მოცემულობას, რაც დღეს საქართველოშია მშვიდობის შენარჩუნების ფონზე
ერთ მხარეს დგას ის მოცემულობა, თუ „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში და ბანერის მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ იმ მოცემულობას, რაც დღეს საქართველოშია მშვიდობის შენარჩუნების ფონზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პარტიის წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით.მისივე თქმით, მშვიდობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმიტომ, რომ სწორედ ამ მშვიდობას მოჰყვება კეთილდღეობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში.„ერთ მხარეს დგას ის მოცემულობა, თუ „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში და ბანერის მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ იმ მოცემულობას, რაც დღეს საქართველოშია მშვიდობის შენარჩუნების ფონზე. მშვიდობას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმიტომ, რომ სწორედ ამ მშვიდობას მოჰყვება კეთილდღეობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამდენი წარმატება, თუნდაც სპორტული წარმატებები და ა.შ.ამიტომ, მე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცარიელი სიტყვები რომ არ იყოს, მე ამას ყოველთვის არგუმენტებით ვამყარებ ხოლმე, ჩვენ თუ გადავხედავთ რა ხდებოდა ორ წლინახევრის წინ, როგორც გარე ძალების მხრიდან, ისე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რადიკალური „ენჯეოს“ მხრიდან, რომელთა შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია, როგორი წნეხის ქვეშ ვიყავით ჩვენ, რომ ესკალაციაში შევსულიყავით რუსეთთან.კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს ტრაგედია, რაც უკრაინაში ტრიალებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით 20%-ზე მეტი ოკუპირებულია. რა ციფრებიც გვესმის ტელევიზიით, სამწუხაროდ, იმაზე გაცილებით მეტია გარდაცვლილი, ათობით მილიონი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ქვეყნის ნახევრის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია და ა.შ.რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, რომ აქეთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში. ღირსების გარანტი ამ ქვეყანაში და მეორე მხარეს დგას რადიკალური ოპოზიცია, რომლის დღის წესრიგი მთლიანად მავნებლობაზეა აგებული. გარე ძალების მხრიდან რა დავალებასაც მიიღებენ, უსიტყვოდ შეასრულებენ და აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა ისეთ თამაშში, რომ ვიღაცის რაღაც გეოპოლიტიკური ინტერესები დააკმაყოფილოს იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავნადგურდეთ. მოსახლეობას ვარწმუნებ, ეს ვერასდროს მოხდება და ეს რადიკალური ძალა ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია