თვითონვე დატოვეს
ოპოზიცია ქუჩაში, ვინაიდან
მათ ეგონათ, რომ „ქართულ
ოცნებას“ იგივე
კომპრომისებზე
წაიყვანდნენ, რა
კომპრომისებზეც ჩვენ
მოგვიწია, რომ
წავსულიყავით 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ. აქედან
გამომდინარე,
დაატოვებინეს მანდატები.
ფაქტობრივად არანაირი
პლატფორმა მათ არ გააჩნიათ.
ახლა შოუს აგრძელებენ იმით,
რომ არ გამოცხადდეთ
კომისიაზე, რომ შემდეგ ამას
მოჰყვეს სანქცია, თქვენ
დაგაპატიმრონ და ჩვენ
კიდევ უფრო მეტი
სალაპარაკო გვქონდეს, რომ
საქართველოში პოლიტიკური
დევნა არის, - განაცხადა
„დღის ქრონიკასთან“
პარლამენტის ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა
ევრობიუროკრატების
მხრიდან წამოსული
კრიტიკის საპასუხოდ.მისი
თქმით, საგამოძიებო
კომისიაზე არ
გამოცხადებით, ოპოზიცია
ცდილობს გარე დავალების
შესაბამისად შოუ
გააგრძელოს.„ჩვენს მიმართ
დამოკიდებულება
ევრობიუროკრატების
მხრიდან შეიცვალა ზუსტად
იმ დღიდან, რა დღესაც
უკრაინაში დაიწყო ის
ტრაგედია, რა ტრაგედიაც
დღეს ტრიალებს და
ჯერჯერობით პირი არ უჩანს
ამ ტრაგედიის დასრულებას.
იქიდან გამომდინარე, რომ
ჩვენ რაღაც- რაღაცებზე უარი
ვთქვით. ამის შემდეგ სულ
მუდმივად არის საუბარი
ევრობიუროკრატების
მხრიდან, რომ არის
დემოკრატიის უკუსვლა. ორი
კანონი იყო, რომელზეც
ჰქონდათ ძალიან მწვავე
რეაქცია - ეს იყო
„გამჭვირვალობის“
უმარტივესი ქართული
კანონი, ეს იყო „ანტი ლგბტ
პროპაგანდა“ კანონი.
გამუდმებით რეზოლუციებში
გვიწერენ, რომ მიხეილ
სააკაშვილი არის
დემოკრატიის შუქურა, უნდა
გამოუშვათ ციხიდან. ამის
შემდეგი იყო არჩევნები,
რომელიც ეუთო/ოდირმა
ევროკავშირის სტრუქტურაზე
მაქვს საუბარი, რომელიც
ყველაზე ავტორიტეტული
სადამკვირვებლო მისია
არის, ამ არჩევნებს
დაარქვა, რომ ეს არჩევნები
იყო კონკურენტული და
საქართველოს ჰყავს
არჩეული ხელისუფლება. ამის
შემდეგ არჩევნებთან
დაკავშირებითაც იყო
მოთხოვნა და სწორედ
„პასეში“ მაგიტომ არ
ვიღებთ მონაწილეობას.
ჩვენმა დელეგაციამ
აკრედიტაცია მიიღო მაგრამ
უარი განვაცხადეთ იქიდან
გამომდინარე, რომ მთავარი
მოთხოვნა იქ, რაც
დაგვიყენეს იყო ის, რომ
ჩაგვეტარებინა ახალი
არჩევნები, როდესაც ამისი
არანაირი წინაპირობა არ
არსებობს. ახლა ამ თემებს
ყველაფერს დაემატა ის, რომ
მათ მიერ მართული ოპოზიცია,
რომელიც ვერ მოიყვანეს
ხელისუფლებაში და ძალიან
გული დასწყდათ, ვინაიდან
მათ რა თქმა უნდა არ აწყობთ
„ქართული ოცნების“
მსგავსი ხელისუფლება,
რომელიც სუვერენულ
პოლიტიკას ატარებს თავის
ქვეყანაში. ძალიან
გულდაწყვეტილები არიან და
ახლა თავისი ფეხით,
შეიძლება ასევე, თავისი
უცხოელი უფროსების
დავალების მიხედვით
შედიან ეს პოლიტიკოსები
ციხეში. არღვევენ კანონს,
ყველამ იცის ამ კანონის
დარღვევას რა სანქცია
მოჰყვება. არავინ მათ არც
კანონის დარღვევას არ
აძალებს, არც არაფერს არ
უკრძალავს მაგრამ ყველამ
იცის, რომ ინდულგენცია არც
პოლიტიკოსობა არ არის, არ
ჟურნალისტობა არ არის.
ისინი არღვევენ
კანონს.ევრო ბიუროკრატები
აკვირდებიან თუ როგორ
ვითარდება პროცესები
საქართველოში. მაშინ
ურჩიონ ამ პოლიტიკოსებს,
რომ კანონი არ დაარღვიონ ან
შემდეგ, როდესაც კანონს
დაარღვევენ ისინი, ასე
თვალსაჩინოდ, მთელი
საქართველოს დასანახად და
მთელი მსოფლიოს დასანახად,
შემდეგ ამას მოჰყვება უკვე
რა თქმა უნდა
სამართლებრივი რეაგირება,
შემდეგ ნუ დაუძახებენ მათ
პოლიტპატიმრებს და ნუ
დაიწყებენ ისეთ თემებზე
საუბრებს, რომ თითქოს
საქართველოში არის
პოლიტიკური
დევნა.აბსოლუტურად ყველა
პოლიტიკოსი, რომელიც ბოლოს
იქნა დაკავებული მთელი
საქართველო ვაკვირდებით,
აბსოლუტურად ყველამ ვიცით
თუ რა დააშავეს. კანონით
არის განსაზღვრული
არამარტო ჩვენ ქვეყანაში,
რომ ყველა წამყვან
დასავლურ ქვეყანაში არის
სანქციები იმასთან
დაკავშირებით თუ არ
გამოცხადდები საგამოძიებო
კომისიაზე. რატომ არ
გამოცხადდნენ საგამოძიებო
კომისიაზე? და თუ არ
გამოცხადდები საგამოძიებო
კომისიაზე, შემდეგ უკვე რა
სანქციაც მოჰყვება რატომ
გიკვირს მაშინ, რომ შენი
ფეხით შედიხარ
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში. ან
თავიანთი უცხოელი
უფროსები რატომ არ ურჩევენ,
რომ ასეთი ნაბიჯები არ
გადადგან. ვინაიდან ეს
ძალიან დიდი თამაშის
ნაწილია. ბოლო
გაფართხალებაა მოდი ასე
ვთქვათ, თვითონ უცხოელი
უფროსების მხრიდანაც.
ვინაიდან ისინიც
რწმუნდებიან, რომ თვითონვე
დატოვეს ეს ოპოზიცია
ქუჩაში, ვინაიდან მათ
ეგონათ, რომ „ქართულ
ოცნებას“ იგივე
კომპრომისებზე
წაიყვანდნენ, რა
კომპრომისებზეც ჩვენ
მოგვიწია, რომ
წავსულიყავით 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ, აქედან
გამომდინარე,
დაატოვებინეს მანდატები.
ფაქტობრივად არანაირი
პლატფორმა მათ არ გააჩნიათ.
ახლა შოუს აგრძელებენ
იმითი, რომ არ გამოცხადდეთ
კომისიაზე, რომ შემდეგ ამას
მოჰყვეს სანქცია, თქვენ
დაგაპატიმრონ და ჩვენ
კიდევ უფრო მეტი
სალაპარაკო გვქონდეს, რომ
საქართველოში პოლიტიკური
დევნა არის.ყველანი აქ
ვცხოვრობთ, ვაკვირდებით,
როგორ ვითარდება
მოვლენები. ნუ დაარღვევ
კანონს, არანაირი პრობლემა
არ შეგექმნება.მალე
დარწმუნდებიან უკვე
ძალიან
ევრობიუროკრატებიც, რომ
„ქართულ ოცნებას“
ალტერნატივა არ აქვს,
იქიდან გამომდინარე, რომ
ჩვენს გვერდში რა თქმა უნდა
დგას ქართველი ხალხი. ჩვენ
ზურგს გვიმაგრებს
ქართველი ხალხი, ვისთვისაც
ჩვენი გატარებული
პოლიტიკა არის
უალტერნატივო“, - განაცხადა
ლევან მაჭავარიანმა.