ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ
თაობას დაიცავს ბინძური და
ამორალური
პროპაგანდისგან, -
განაცხადა საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა.„დღეს
მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი
პრობლემა და გამოწვევა,
ლგბტ პროპაგანდაა. მივიღეთ
ეს კანონი, რომელიც ჩვენ
მომავალ თაობას დაიცავს
ასეთი ბინძური და
ამორალური
პროპაგანდისგან“, - აღნიშნა
დეპუტატმა.სალომე
ზურაბიშვილმა „ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ“ კანონს ხელი არ
მოაწერა და არც ვეტო დაადო.
დოკუმენტი ძალაში შევა,
რადგან მას ხელი
პარლამენტის თავმჯდომარემ
მოაწერა.