ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ და კანონი მკაცრდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მოუწევთ უვადო პატიმრობაც

Primetime.ge 2 დღის წინ 15
ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ და კანონი მკაცრდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მოუწევთ უვადო პატიმრობაც
ძალიან დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ და კანონი მკაცრდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მოუწევთ უვადო პატიმრობაც, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.„პრევენციული ხასიათის კანონია, ვინაიდან ძალიან ბევრ ნარკორეალიზატორს, ე.წ. ბარიგას შეეშინდება და შეიცვლის პროფესიას. ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ ზოგადად მსოფლიოს წინაშე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.პარლამენტმა, ნარკოპოლიტიკაზე გამკაცრებული კანონმდებლობა დაამტკიცა. განხილვები დასრულებულია. გამკაცრებული სასჯელი და ახალი რეგულაციები ძირითადად ეხება ნარკორეალიზატორებს. კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
სრულად წაიკითხეთ სტატია