ბოლო 4 წლის განმავლობაში
საქართველოს მოსახლეობა
დარწმუნდა იმაში, რომ ყველა
ტიპის გადაწყვეტილებას
„ქართული ოცნება“ იღებს
საქართველოში, რაც კი ჩვენს
ქვეყანას ეხება. რჩევასაც
გავითვალისწინებთ,
თხოვნასაც, მაგრამ არაფერს
გავითვალისწინებთ, რაც
ჩვენი ქვეყნის ეროვნულ
ინტერესებს
ეწინააღმდეგება, -
განაცხადა „დღის
ქრონიკასთან“
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ, ლევან
მაჭავარიანმა.იგი შალვა
პაპუაშვილის განცხადებას
გამოეხმაურა, რომელიც რასა
იუკნევიჩიენეს
ეხებოდა.მაჭავარიანის
თქმით, არა მართო ქალბატონ
რასას აქვს ბოდიში
მოსახდელი, არამედ ბატონ
ჰერჩინსკის, გერმანიის
ელჩს და სხვებსაც, რომლებიც
გამოირჩევიან თავიანთი
მოწოდებებით. კერძოდ,
წინასაარჩევნოდ ზოგიერთი
მათგანი მოუწოდებდა
მოსახლეობას, ხმა არ მიეცა
„ქართული
ოცნებისთვის“.„ადრე თუ
გვიან იმასაც შეეგუებიან,
რომ მათი ასეთი
ძალისხმევის შედეგად
ხელისუფლებაში ვერ
აბრუნებენ რადიკალურ
ოპოზიციას, რომელიც მათი
ერთი ხელის დაკვრით
ყველაფერზე წამსვლელია და
ყველაფერს შეუსრულებს.
თვითონ დაბრენდეს
საკუთარი თავი, რომ ცალ
ფეხზე მდგომები არიან. კი
გაცვდა ეს ფრაზა, მაგრამ
რეალობა ესაა და რა თქმა
უნდა, ნებისმიერ ძალას
ურჩევნია, რომ სხვა
ქვეყანაში ჰყავდეს ვასალი -
რასაც დაავალებს, ის
შეასრულოს. აქ შეეჩეხნენ
„ქართულ ოცნებას, რომელმაც
რუსეთისთვის სანქციებზე
უარი თქვა, უარი თქვა
მოხალისეებით სავსე
თვითმფრინავის გაგზავნაზე
მთავრობის ოფიციალური
თანხმობით და არ შევიდა
ესკალაციაში რუსეთთან,
უარი თქვა დახურულ კარს
მიღმა მოწოდებებზე და
შესაბამისად, ისეთივე
„პროქსი ომი“, როგორსაც
უკრაინის ხელით
აწარმოებენ, დღეს
დასჭირდება თუ ხვალ, ამაში
„ქართული ოცნება“ მათ არ
გამოადგებათ. რა თქმა უნდა,
მათ ურჩევნიათ აქ
ხელისუფლებაში ჰყავდეთ
ისეთი აქტორები, რომელსაც
ყველაფერს შეუსრულებენ,
თუმცა შეუძლებელია, რადგან
მოსახლეობა არის
კონსოლიდირებული და
კარგად აღიქვამენ, რა
ხდება“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ევროპარლამენტარ რასა
იუკნევიჩიენეს
განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია რასა
იუკნევიჩიენეს
განცხადებაზე -
„გვაშფოთებს, რომ
საქართველოში ევროპულ
კონტინენტზე კიდევ ერთი
დიქტატურა დამყარდება“.