ბატონი ანრი ოხანაშვილი
არის უმაღლესი დონის
პროფესიონალი და ჩვენ
ღრმად ვართ
დარწმუნებულები, რომ იგი
ისეთივე წარმატებით
გაუძღვება ქვეყნის
უსაფრთხოების საკითხებს,
როგორც ამას უძღვებოდა
ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი,
- განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილე,
ლევან მაჭავარიანმა
საკადრო ცვლილებებზე
საუბრისას.„ბატონი ანრი
ოხანაშვილის პოზიციას
დაიკავებს ბატონი პაატა
სალია. მას დიდი წარდგენა
არ სჭირდება, ის არის
ერთ-ერთი წარმატებული და
ცნობილი იურისტი, ადვოკატი
საქართველოში. არის ჩვენი
კოლეგა დეპუტატი, რომელიც
ასევე ძალიან წარმატებული
იუსტიციის მინისტრი
იქნება“, - აღნიშნა ლევან
მაჭავარიანმა.საქართველოს
მთავრობაში საკადრო
ცვლილებები
განხორციელდება. საკადრო
ცვლილებების შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე ისაუბრა.