ფაქტობრივად დღე არ გადის
ისე, რომ ახალი ქარდი არ
გამოქვეყნდეს. ასეთი
მასშტაბის ჩარევა ქვეყნის
შიდა საქმეებში, მით უმეტეს
საარჩევნო პერიოდში, მე
პირადად არ მახსოვს
მსოფლიოს რომელიმე
წერტილში, რომ მომხდარიყო, -
განაცხადა საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანმა „დღის
ქრონიკასთან“
საუბრისას.ის აშშ-ის
საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“
გავრცელებულ მორიგ
განცხადებას გამოეხმაურა,
სადაც ნათქვამია, რომ
„დემოკრატიები ოპოზიციას
არ კრძალავენ“. ლევან
მაჭავარიანის თქმით, ეს
ინფორმაცია თითქოს
პარტიები არ იკრძალება
არის სიცრუე.„რაც შეეხება
ახალ ქარდს, რომელიც დაიდო,
რომ „პარტიები არ
იკრძალება დემოკრატიულ
ქვენებშიო“, რა თქმა უნდა
ვერ დავეთანხმები, იქიდან
გამომდინარე, რომ თუნდაც
გერმანიაში მაგალითად, ის
პარტია, რომელიც რეიტინგით
მეოთხე ადგილზე არის, უკვე
დაწყებული არის მისი
აკრძალვის პროცესი. თუ ჩვენ
გადავხედავთ ევროკავშირის
ქვეყნებს, ბოლო ათწლეულებს
ათეულობით პარტია
აიკრძალა. შესაბამისად, ეს
არის
დეზინფორმაციაა.დეზინფორმაცია
იყო ასევე წინა ქარდზე
დატანილი მონაცემიც, სადაც
ამერიკის საელჩო ამბობდა,
რომ თითქოს „ისფედმა“ 1,8%
ცდომილება დაწერა და ამას
ნუ გადავაყოლებთ ჩვენს
ურთიერთობებსო. რეალური
ცდომილება, რაც „ისფედმა“
დაწერა და გააყალბა
მონაცემები ეს იყო 2.4% რაც
დაახლოებით არის 45 ათასი
ხმა. და ეს იყო ერთ-ერთი
მთავარი კომპონენტი, რითაც
ააგორეს საპროტესტო მუხტი
2020 წელს. რატომღაც ეს ქარდზე
არ დაუტანიათ.ასევე ქარდზე
არ დაუტანიათ, რომ
„ისფედმა“ ასევე, ისეც
გააყალბა, რომ თითქოს
დაახლოებით 300 უბანზე იყო
ზედმეტობა, როდესაც
რეალურად ზედმეტობა იყო 8
უბანზე. შესაბამისად, რა
დასკვნების გაკეთება
შეიძლება აქ? ასეთი აქტიური
ჩარევა ცოტა კომედიურ
ჟანრშიც გადადის“, -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.მისივე
თქმით, დღეს გავრცელდა
ასევე კიდევ ერთი
ინფორმაცია, რომ აშშ-ის
საელჩო მოუწოდებს თავის
მოქალაქეებს იყვნენ
ყურადღებით, რადგან იქნება
მასობრივი შეკრებები და
დემონსტრაციები, რაც
საეჭვოდ ემთხვევა
მაკკეინის ინსტიტუტის
დასკვნას.„ეს პირდაპირ
არის მაკკეინის დასკვნა,
რომელიც ჩვენ ერთი კვირის
წინ ვიხილეთ, სადაც ბევრი
რაღაც გამოჩნდა, სადაც
პირდაპირ დადებული არის
გაიდლაინი ოპოზიციისთვის,
რომ „ქართულმა ოცნებამ“,
რომ მოიგოს არჩვენები და
რომ მოიგოს მაინც ძალიან
დამაჯერებლადო, პირდაპირ
გაიდლაინი მიაწოდებს
რადიკალებს თუ როგორ უნდა
გადაზარდონ პროცესები
სამოქალაქო
დაპირისპირებაში და
ძალიან ცუდად ემთხვევა
აშშ-ს საელჩოს განცხადება
და მოწოდება თავისი
მოქალაქეების
მიმართულებით“, - განაცხადა
ლევან მაჭავარიანმა.