ლევან იოსელიანი - მივმართეთ სასამართლოს, რომ მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნას გადასინჯული და მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს

Primetime.ge 2 თვის წინ 40
ლევან იოსელიანი - მივმართეთ სასამართლოს, რომ მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნას გადასინჯული და მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს
მივმართეთ სასამართლოს, სადაც სწორედ პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ,ვთქვით, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, კიდევ ერთხელ იქნას გადასინჯული, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.ომბუდსმენის თქმით, მზიას ამაღლობელის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც არ იქნება პატიმრობა და იქნება ბევრად უფრო ჰუმანური.„ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ ექიმის განცხადება ვნახეთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობა იქნას მის მიერაც მიღებული და დაექვემდებაროს ამ რეკომენდაციებს. საქმის საგამოძიებო მასალებთან ჩვენ არ გვაქვს წვდომა და საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც მთლიანად შევისწავლით, გვექნება საშუალება, შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება, რა მტკიცებულებები იყო. ერთადერთი, შემიძლია, გავიმეორო, რომ აღკვეთის ღონისძიების ნაწილში პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე მოვუწოდებ სასამართლოს, გაითვალისწინოს ჩვენს მიერ მომზადებული ამიკუსი და იხელმძღვანელოს იმ გარემოებებით, იმ მტკიცებულებებით, რაც ავსახეთ მასში. შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება სხვა ფორმით“, – განაცხადა იოსელიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია