ჩვენ ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ იმისთვის, რომ
დღევანდელი მშვიდობიანი
პოლიტიკა შევინარჩუნოთ.
სხვა შემთხვევაში
ეკონომიკური პროგრესი,
ეკონომიკური ზრდა,
გაუმჯობესება იმ
მაჩვენებლების, რომელზეც
ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა
არ გვექნება, - განაცხადა
პირველმა ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა,
„ქართული ოცნების“
საარჩევნო პროგრამასთან
დაკავშირებით, „დღის
ქრონიკასთან“
საუბრისას.მისი თქმით,
გეგმა არის ამბიციური
თუმცა ეს ყველაფერი
მიღწევადი იქნება თუ
ქვეყანაში შენარჩუნებული
იქნება
სტაბილურობა.„ცალსახად
ყველა მიმართულება არის
მნიშვნელოვანი იმისთვის,
რომ ჩვენ გვქონდეს
პროგრესი. იმ შედეგებს
სხვანაირად ვერ მივაღწევთ,
რა თქმა უნდა თითოეული
ფაქტორის ცვლილებამ
შეიძლება მნიშვნელოვნად
განაპირობოს ის მიზნები,
რომელიც ჩვენ გვაქვს.
ამიტომ ჩვენ ყველაფერი
უნდა გავაკეთოთ იმისთვის,
რომ დღევანდელი
მშვიდობიანი პოლიტიკა
შევინარჩუნოთ. სხვა
შემთხვევაში ეკონომიკური
პროგრესი, ეკონომიკური
ზრდა, გაუმჯობესება იმ
მაჩვენებლების, რომელზეც
ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა
არ გვექნება. ამიტომ ეს
ფუნდამენტია, ყველაფერი
ქვეყანაში დაკავშირებულია
სტაბილურ ვითარებასთან,
სტაბილურ
განვითარებასთან,
სტაბილურ გარემოსთან,
სანდოობასთან და მხოლოდ ამ
შემთხვევაში ჩვენ
შეიძლება გვქონდეს
ამბიცია, რომ მივაღწევთ იმ
მაჩვენებლებს, რომელზეც
იყო საუბარი, რომელიც არის
რეალისტური, მაგრამ ეს არის
ძალიან ამბიციურიც იმ
კუთხით, რომ ამას სჭირდება
დამსახურება, ამას
სჭირდება ბევრი მუშაობა,
ბევრი ძალისხმევის გაწევა
იმისთვის, რომ ამ ყველაფერს
მივაღწიოთ. თუმცა განვლილი
პერიოდი გვაძლევს
საშუალებას, რომ
ვივარაუდოთ, რომ ეს
ყველაფერი მიღწევადი
იქნება თუ გავაგრძელებთ ამ
სტაბილურ პოლიტიკას“, -
განაცხადა ლევან
დავითაშვილმა.