ლევან დავითაშვილი Il Fatto Quotidiano-სთან ინტერვიუში: ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი ევროპული მისწრაფებები. ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს გზა. ალტერნატივის ადგილი არ არის. მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა საქართველო და ევროკავშირი მზად იქნებიან

Primetime.ge 2 კვირის წინ 28
ლევან დავითაშვილი Il Fatto Quotidiano-სთან ინტერვიუში: ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი ევროპული მისწრაფებები. ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს გზა. ალტერნატივის ადგილი არ არის. მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა საქართველო და ევროკავშირი მზად იქნებიან
იტალიური გაზეთი Il Fatto Quotidiano საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.დავითაშვილმა გამოცემასთან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ კურსზე ისაუბრა.„მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი ევროპული მისწრაფებები. ჩვენმა მთავრობამ ერთადერთმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ აბსოლუტურად ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს გზა. ალტერნატივის ადგილი არ არის. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა საქართველო და ევროკავშირი მზად იქნებიან. ჩვენ პრაგმატულები ვართ, კარგად ვიცით ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენ ვიმყოფებით რთულ რეგიონში, რთულ კონტექსტში. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვრები ევროკავშირთან. და ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს პრაგმატული, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისი ხალხის ნებას. როდესაც გადაწყდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება, ეს არ იყო ერთი პოლიტიკური ფიგურის ინიციატივა. ამას ქართული საზოგადოებრივი აზრი ითხოვდა. ამიტომ ჩემმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ამას. ცხადია, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ, დავაზუსტოთ ზოგიერთი დეტალი. მაგრამ ოპოზიციას კონკრეტული წინადადებები არ წარუდგენია. რაც შეეხება კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, აქ საუბარია მათ გამჭვირვალობაზე. ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ, საიდან მოდის მათი დაფინანსება. სულ ესაა. ეს არის ძალიან მარტივი კანონი, რომელიც ავალდებულებს საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუთითონ ფულის წყარო, რომელსაც ისინი იყენებენ. ასევე ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ [კანონის] გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებები. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ არაპროპორციული რეაქციები მოდის. არჩევნებთან დაკავშირებით მესიჯი ძალიან მკაფიო იყო. ქართველებმა, დიდი უმრავლესობით, აირჩიეს ამ ხელისუფლების მხარდაჭერა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და არა სხვებმა, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია