მუნიციპალიტეტები 2025 წელს
დღგ-ის სახით დამატებით 100
მილიონ ლარზე მეტს
მიიღებენ, - ამის შესახებ
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა
ხუციშვილმა პარლამენტში 2025
წლის ბიუჯეტის პროექტის
განხილვისას
განაცხადა.როგორც მან
აღნიშნა, პარლამენტში
განხილვის ეტაპზეა
საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილებები,
რომლის მიხედვითაც,
დამატებული ღირებულების
გადასახადის ჯამური
მოცულობიდან, 19%-ის ნაცვლად
20% მიიმართება მუნიციპალურ
ბიუჯეტებში.„აღნიშნული
ცვლილებით,
მუნიციპალიტეტები 2025 წელს
დღგ-ის სახით დამატებით 100
მილიონ ლარზე მეტს
მიიღებენ. მათი კუთვნილი
დღგ-ის მოცულობა, ჯამურად, 2
მილიარდ 34 მილიონი ლარი
იქნება, რაც 2024 წლის გეგმიურ
მაჩვენებელზე 300 მილიონი
ლარით მეტია. გარდა ამისა, 580
მილიონი ლარია
გათვალისწინებული ქალაქ
თბილისის ტრანსფერის
სახით, რომლის ფარგლებში
დედაქალაქის მერია
გეგმავს ახალი პროექტების
დაწყებას“, - აღნიშნა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა
ხუციშვილმა.მისი თქმით,
სხვადასხვა
მუნიციპალიტეტების
მიზნობრივი და სპეციალური
ტრანსფერებისთვის
გათვალისწინებულია 65
მილიონ ლარზე მეტი, ხოლო
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისთვის
გათვალისწინებულია 20
მილიონი ლარი. რეგიონებში
განსახორციელებელი
პროექტების ფონდის
მოცულობა განსაზღვრულია 760
მილიონი ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხიდან 90
მილიონ ლარამდეა
გათვალისწინებული
ქალაქების - ქუთაისის,
რუსთავისა და ფოთის
კაპიტალური
პროექტებისთვის, რაც ასევე
სამთავრობო პროგრამის
ერთ-ერთი მიმართულებაა.