ლაშა ფარულავა: სწორედ ამაზე გესაუბრებოდათ ხაბე. ხვალიდან კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ მოგიყვებით, მისი მეგობრები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი

News.ge 14 საათი წინ 13
ლაშა ფარულავა: სწორედ ამაზე გესაუბრებოდათ ხაბე. ხვალიდან კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ მოგიყვებით, მისი მეგობრები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა:
ხაბე რასაც ამბობდა, ახლა თავად ივანიშვილის პროკურატურა ადასტურებს!
ოლიგარქმა ივანიშვილმა სანქციების გამო დაკარგული ფულის ამოღება დაავალა სა და მდინარაძეს.
მათ კი ბიძოსთან ჩაჩორტეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური.
ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში დაასახელა 600 მილიონი, ბიძოსთან მისატანი ფულის ოდენობა.
დიახ, მხოლოდ იმის გამო გაუშვეს ციხეში, რომ საზოგადოებას არ მოუყვეს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული მასშტაბებისა და სიღრმის შესახებ, იმ კონკრეტული და დადასტურებული ინფორმაციის სახით, რაც მას ჰქონდა.
ეს ფული ქართველი ხალხის ჯიბიდან არის მოპარული!
ეს არის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის კლანური პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ინფლაციამდე, მაღალ ფასებამდე და სიღარიბემდე.
ეს არის ანტიქართული, კრიმინალური მმართველობა, რომელმაც საქართველო ქართველებისგან დაცალა, ხალხი ბანკის ვალებში ჩაფლო, ხოლო ახალგაზრდობა ნარკომანიით გაანადგურა, რაც თავად ივანიშვილის კლანის ბიზნესად იქცა.
პროკურატურა კი პირდაპირ ადასტურებს: ივანიშვილის ორჯერ „ნაკურთხმა“ პრემიერმა და ძალოვანი უწყებების „მამებმა“ მილიარდობით ლარი გაიტანეს ქვეყნიდან და ფარისევლურად გვიმტკიცებენ, თითქოს კორუფციას ებრძვიან.
ამასობაში ხაბე უკანონოდ გამოკეტეს ციხეში და საზოგადოებასთან წერილობითი კონტაქტის უფლებაც ჩამოართვეს.
მოდით დავსვათ კითხვა: რატომ ხდება ეს?
იმიტომ, რომ ივანიშვილი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, მისი ძალაუფლება არაფერზე აღარ დგას.
სწორედ ამაზე გესაუბრებოდათ ხაბე.
ხვალიდან კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ მოგიყვებით, მისი მეგობრები და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი.
და კიდევ ერთი, ივანიშვილის ერთადერთი საყრდენი დღეს არის შიში და უიმედობა, რომელსაც აძლიერებს ე.წ. „პრადვინუტი ოპოზიციის“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ექსპერტი.
მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გაზომილი და აწონილი გვაქვს.
ივანიშვილის გუნდი გახლეჩილია და დაშლილია!
4 ოქტომბერს ვიწყებთ და ივანიშვილს ვამთავრებთ!
სრულად წაიკითხეთ სტატია