გოტა ჭანტურია: დღეს, 15:00 საათზე, ნინო დათაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია. და რა სიმბოლურია, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები ნინოს ამბავთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმით გამომეხმაურნენ

News.ge 2 საათი წინ 3
გოტა ჭანტურია: დღეს, 15:00 საათზე, ნინო დათაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია. და რა სიმბოლურია, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები ნინოს ამბავთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმით გამომეხმაურნენ
 „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი, გოტა ჭანტურია:
დღეს, 15:00 საათზე, ნინო დათაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია. და რა სიმბოლურია, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები ნინოს ამბავთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმით გამომეხმაურნენ.
ოსვიტორია (www.osvitoria.org), რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და უამრავ პროექტს ახორციელებს ში, აერთიანებს 40,000-ზე მეტ მასწავლებელს, უკრაინის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გზით, ჰყავთ 4 მილიონზე მეტი მკითხველი.
ნინოს შესახებ განცხადებას და მათ მხარდაჭერას სწორედ თავიანთ პლატფორმაზე განათავსებენ.
ამგვარი წერილები განათლების სფეროს არაერთ ორგანიზაციას თუ ქსელს გავუგზავნე. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ეს ამბავი.
60,000-იანი პროფესიული თემი არცერთ სხვა პროფესიას არ აქვს და მნიშვნელოვანია მეტი მხარდაჭერა, მეტი აქტიურობა.
სამწუხაროდ, დღეს სასამართლო პროცესზე ვერანაირად ვერ ვიქნები და როგორც თავად იწერებიან, იმედია უკრაინელი მეგობრების ეს მესიჯი ნინომდე მიაღწევს, მედიების თუ მეგობრების საშუალებით (თარგმანი იხ. ქვემოთ).
თავისუფლება ნინო დათაშვილს!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
————————————————————————-
Thank you very much for your heartfelt message and for sharing with us the situation in Georgia. We are deeply touched by your words and by the courage of Georgian teachers who continue to stand up for democracy, dignity, and freedom — values that unite our countries and our communities.
Please know that we stand with you. We feel the pain and injustice you describe, and we share your belief that solidarity is the foundation of our strength. The story of Nino Datashvili is heartbreaking, and at the same time, it is a powerful reminder of the responsibility that educators carry — not only in classrooms, but also in shaping the moral backbone of society.
We will prepare and publish a material on Osvitoria Media to raise awareness about Nino’s case and to express our support for her and all Georgian teachers who are being targeted. We hope this message of solidarity will reach her, and will also show Georgian society that they are not alone in their struggle.
Please keep us updated on Nino’s situation and on the developments in Georgia. If there are any specific calls to action or initiatives that we can amplify further, we would be glad to contribute.
გმადლობთ თქვენი გულისხმიერი წერილისა და საქართველოში არსებული ვითარების გაზიარებისთვის. თქვენი სიტყვები და ქართველი მასწავლებლების გამბედაობა, რომლებიც აგრძელებენ დემოკრატიის, ღირსებისა და თავისუფლების დაცვას – იმ ღირებულებების, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს – ძალიან გვაღელვებს.
გთხოვთ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. ვგრძნობთ იმ ტკივილსა და უსამართლობას, რომელსაც აღწერთ, და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ სოლიდარობა ჩვენი ძალის საძირკველია.
ნინო დათაშვილის ისტორია სულისშემძვრელია და ამავდროულად შეხსენებაა იმ პასუხისმგებლობისა, რომელსაც პედაგოგები საკუთარ თავზე იღებენ – არა მხოლოდ საკლასო ოთახებში, არამედ საზოგადოების მორალური ხერხემლის ჩამოყალიბებაში.
ჩვენ მოვამზადებთ და Osvitoria Media-ზე გამოვაქვეყნებთ მასალას ნინოს შესახებ, რათა გავავრცელოთ ინფორმაცია და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა მისდამი და ყველა ქართველი მასწავლებლისადმი, რომლებიც მიზანმიმართულად ხდებიან თავდასხმის ობიექტი.
იმედი გვაქვს, სოლიდარობის ეს გზავნილი ნინოს მისწვდება და ასევე აჩვენებს ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი თავიანთ ბრძოლაში მარტო არ არიან.
გთხოვთ გვაცნობოთ ნინოს მდგომარეობისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუ რაიმე დამატებით შეგვეძლება, ყოველთვის მზად ვიქნებით.
სრულად წაიკითხეთ სტატია