ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ახლადრეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

News.ge 2 თვის წინ 59
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ახლადრეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.
შენობა, რომელიც 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სრულად წაიკითხეთ სტატია