ლაზერების გამოყენებით
სამართალდამცავებს
ნაკლები შესაძლებლობა
აქვთ, თავიანთი საქმიანობა
განახორციელონ, გთავაზობთ,
შეკრებების დროს
ლაზერებიც არ იყოს
დასაშვები, – ამის შესახებ
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
არჩილ გორდულაძემ
განაცხადა.მისივე თქმით,
ლაზერების გამოყენება
ხელს უშლის იმ ორგანოების
საქმიანობას, რომელთა
პასუხისმგებლობა
ადამიანის ჯანმრთელობის
უზრუნველყოფაა.„პრაქტიკამ
აჩვენა, შეკრებების დროს
ხშირი ლაზერების,
სანათების გამოიყენება,
რომელიც თავის მხრივ,
პრობლემებს წარმოშობს იმ
ორგანოების საქმიანობის
მიმართ, რომელთა
პასუხისმგებლობაც
ადამიანების სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფა,
სამართალდარღვევების
პრევენციაა. ხშირად არის
გამოყენებული ეს ლაზერები,
რათა მინათებული იყოს
სხვადასხვა კამერაზე,
რომელიც უზრუნველყოფს
მეთვალყურეობას.
ამავდროულად,
შესაძლებლობა ნაკლები
აქვთ მოხელე
სამართალდამცავებს, რომ
თავიანთ საქმიანობა
განახორციელონ, როდესაც
ლაზერები აქვთ მინათებული.
გთავაზობთ, რომ ლაზერებიც
არ იყოს დასაშვები
შეკრებების დროს.ამასთან,
შეკრებების დროს არსებობს
საფრთხე
კანონდარღვევებისა. ამ
კანონდარღვევების
პრევენციისთვის, რათა
ადამიანები ნიღბებს არ
ამოეფარონ და არ დაიგულონ,
რომ მათი ინდეტიფიცირება
გართულდება,
მიზანშეწონილია ნიღბები
არ იყოს გამოყენებული.
შეკრებებისა და
მანიფესტაციების დროს
აკრძალული იყოს ნიღბების
გამოყენება“, – აღნიშნა
გორდულაძემ.