კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რეგიონული მონიტორინგის ჯგუფები მობილიზებულნი არიან და მუდმივად უკავშირდებიან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ამ დრომდე ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა

Primetime.ge 4 საათი წინ 12
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რეგიონული მონიტორინგის ჯგუფები მობილიზებულნი არიან და მუდმივად უკავშირდებიან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ამ დრომდე ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დიდთოვლობის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სააგენტოს რეგიონული მონიტორინგის ჯგუფები მობილიზებულნი არიან და მუდმივად უკავშირდებიან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების რისკი.ამ დრომდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია