საქართველოს კულტურის
სამინისტრო მამუკა
ჩარკვიანის გარდაცვალების
გამო მწუხარებას
გამოთქვამს. უწყება
მუსიკოსის ოჯახს,
ახლობლებსა და მეგობრებს
უსამძიმრებს.„მამუკა
ჩარკვიანმა მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა ქართული
მუსიკალური კულტურის
განვითარებაში. მან თავისი
გამორჩეული შემოქმედებით
თავი დაიმკვიდრა ქართულ
ესტრადაზე.მამუკა
ჩარკვიანი დაჯილდოებულია
ღირსების ორდენით, 2014 წელს
ფილარმონიის წინ გაიხსნა
მისი ვარსკვლავი, ხოლო 2023
წელს გახდა თბილისის
საპატიო მოქალაქე. მისი
შემოქმედება სამუდამოდ
დარჩება ქართული კულტურის
მნიშვნელოვან ნაწილად“, -
აღნიშნულია სამინისტროს
მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.ქართველი
მუსიკოსი მამუკა
ჩარკვიანი 69 წლის ასაკში
გარდაიცვალა.