დარჩა 2 საათი - გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

Primetime.ge 3 საათი წინ 2
დარჩა 2 საათი - გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
დღეს, 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა.გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, ასევე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე. პროგრამის არჩევისას გამოსაცდელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ:აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.რას გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის ცვლილება?პროგრამების ცვლილება გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია  წაშალოს, დაამატოს ან გადაანაცვლოს საგანმანათლებლო პროგრამა ე. წ. საკუთარ რეიტინგულ სიაში. ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, საკუთარ რეიტინგულ სიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ არ დაავიწყდეთ გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება.რამდენი პროგრამის არჩევა შეუძლიათ აბიტურიენტებს?აბიტურიენტები საკუთარი არჩევნის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან და ცენტრიც ურჩევს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააკეთონ რეალური არჩევანი  -  გაითვალისწინონ საკუთარი შეფასება და  გადახედონ კონკურსს კონკრეტულ პროგრამებზე.როგორ შეიტანოს აბიტურიენტმა ცვლილებები სურვილის შემთხვევაში?პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა შევიდნენ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე.დეტალური ინსტრუქცია:თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება - „დამატება“. თუ პირველ ადგილზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს - „დამატება“ და წერთ სასურველი პროგრამის კოდს, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს - „წაშლა“ და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ, პირველ საფეხურზე. აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება!
სრულად წაიკითხეთ სტატია