კომიტეტის თავმჯდომარის,
გიორგი გაბუნიას
განცხადებით, კულტურის
კომიტეტის სამოქმედო
გეგმა ეფუძნება შემდეგ
ძირითად მიმართულებებს:
პოლიტიკის დოკუმენტების
შემუშავება და
კანონშემოქმედება;
საზედამხედველო
საქმიანობა;
საზოგადოებასთან
ურთიერთობა და
კომუნიკაცია; კომიტეტის
ორგანიზაციული
განვითარება. შესაბამისად,
კომიტეტს შემუშავებული
აქვს 4 სტრატეგიული
მიზანი.„კომიტეტის
სტრატეგიული მიზნებია:
მტკიცებულებაზე
დაფუძნებული პოლიტიკის
დოკუმენტების შემუშავება
და საკანონმდებლო
საქმიანობის
კოორდინირება; კომიტეტის
საზედამხედველო
საქმიანობის წარმართვა
კანონის აღსრულების, ასევე
დარგობრივი მიმართულებით
მომუშავე სახელმწიფო
ორგანიზაციების მუშაობის
გასაუმჯობესებლად,
კომიტეტის მიერ გაცემული
რეკომენდაციების
შესრულების მონიტორინგი;
კომიტეტის საქმიანობასა
და დარგობრივი
მიმართულებით არსებული
სიახლეების შესახებ,
დაინტერესებულ მხარეთა
ინფორმირების გაზრდის
მიზნით კომუნიკაციის
გაუმჯობესება; კომიტეტის
შიდა ორგანიზაციული
შესაძლებლობების
გაძლიერება მისი მანდატით
განსაზღვრული საქმიანობის
ეფექტიანად
წარმართვისათვის“, -
განაცხადა გიორგი
გაბუნიამ.სამოქმედო
გეგმაში სტრატეგიული
მიზნების
განსახორციელებლად, ჯამში,
15 ამოცანაა.კომიტეტმა
მხარი დაუჭირა სამოქმედო
გეგმას.