„კრედიტ სუისის“ საქმეს
ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა
პოლიტიკური სარჩული და ეს
გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ
გადაწყვეტილებით, რომელიც
რამდენიმე დღის წინ დაიდო
აშშ-ის მოქმედი
ადმინისტრაციის სახელით, -
განუცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებს.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, „კრედი სუისის“
საქმეზე იყო თავის
მართლებები, რომ
პოლიტიკასთან კავშირი არ
ჰქონდა, თუმცა ყველაფერი
გამოჩნდა.„კრედიტ სუისს“
რაც შეეხება, გახსოვთ
ერთგვარი თავის მართლება
იმასთან დაკავშირებით, რომ
არავითარი კავშირი
პოლიტიკასთან არ ჰქონდა
„კრედიტ სუისის“ საქმეს,
თუმცა დღეს ყველაფერი
გამოჩნდა რაშიც არის საქმე.
„კრედიტ სუისის“ საქმე
ჩვენი აღქმით იყო
პოლიტიკური და
პოლიტიზებული, მას ჰქონდა
თავიდანვე ჯერ კიდევ 2008
წელს პოლიტიკური სარჩული
და ეს გამომჟღავნდა
საბოლოოდ იმ
გადაწყვეტილებით, რომელიც
რამდენიმე დღის წინ დაიდო
აშშ-ს მოქმედი
ადმინისტრაციის სახელით,
დანარჩენზე საზოგადოება
გამოიტანს თავის
დასკვნას“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.