„კორონავირუსის შემთხვევები ბევრია...“ - მაია ბუწაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 99
„კორონავირუსის შემთხვევები ბევრია...“ - მაია ბუწაშვილი
კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ ბევრია - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა.როგორც მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, თუმცა ინფექციების თვალსაზრისით, ზაფხული დატვირთული სეზონი იყო:„ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, რომელიც სტანდარტულად, უფრო ნოემბრიდან იკრებს ხოლმე ძალებს. დანარჩენ ვირუსებს რაც შეეხება, რომელიმე კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქება ახლა არ გვაქვს. უბრალოდ, არის ცალკეული შემთხვევები სხვადასხვა ვირუსული ინფექციის, როგორც ზოგადად არის ხოლმე. ამჟამად, განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვაქვს.რაც შეეხება კორონავირუსს, კოვიდი არის, ზაფხულშიც იყო შემთხვევები და ახლაც საკმაოდ ბევრია," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია