გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

Primetime.ge 1 საათი წინ 1
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა.მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით კოლეჯების დირექტორებს თავისი ხედვა გააცნო.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ გივი მიქანაძისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავს ფორმატში გამართული შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, როგორც პროფესიული განათლების განვითარებისთვის, ასევე, პროცესებში მათი ჩართულობის გაძლიერების კუთხით.მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს მოწვევა პერმანენტულად განხორციელდება და თითოეულ შეხვედრაზე, წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის საპატიო წევრად აირჩიეს. გივი მიქანაძემ, პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და მოადგილეებთან – ბაია კვიციანთან და თამარ მახარაშვილთან ერთად, კოლეჯის ძირითადი სასწავლო კორპუსი და სტენდებიც დაათვალიერა.ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 142 წლის წინ 1883 წლის 4 სექტემბერს დაარსდა. სიმბოლურია, რომ პირველი სხდომა სწორედ ამ დღეს გაიმართა.
სრულად წაიკითხეთ სტატია