უკრაინის თემაზე
რუსეთ-ამერიკის
მოლაპარაკებებს და
კონფლიქტის მოგვარების
მცდელობის ირგვლივ
შექმნილ ვითარებას
„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი
ქართულ ფილმში შექმნილ
აბსურდულ ვითარებას
ადარებს. შესაბამისი
შინაარსის პოსტი მან
სოციალურ ქსელში
გამოაქვეყნა.„გამოცემა Fox
Business-თვის მიცემულ
ინტერვიუში, უკრაინის
საკითხებში ტრამპის
სპეციალურმა
წარმომადგენელმა კიტ
კელლოგმა დაადასტურა, რომ
კონფლიქტის რეგულირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული იქნება
კიევის მხრიდან გარკვეული
ტერიტორიების დათმობა.
თუმცა უკრაინას ექნება
უნიკალური შესაძლებლობა -
არ ეთანხმებოდეს ამას
ოფიციალურად.მაგალითად,
კიტ კელლოგმა მოიყვანა
ბალტიისპირეთის
პრეცედენტი, როდესაც
უელსის დოქტრინის
თანახმად, აშშ არასდროს
ცნობდა ამ სამი ქვეყნის
სსრკ-ს შემადგენლობაში
შეყვანას - ამერიკა უბრალოდ
აცხადებდა, რომ ისინი
„საბჭოთა კავშირის
გავლენის ქვეშ
იმყოფებიან“. კიტ კელლოგმა
განაცხადა: „მე ვთვლი, რომ
თავდაცვის მინისტრი პიტ
ჰეგსეტი მართალია: არ
იქნება 2014 წლის საზღვრებთან
დაბრუნება, როდესაც რუსეთი
შეიჭრა ყირიმში. შედგება
გარკვეული შეთანხმება
ტერიტორიების პოტენციური
დაკარგვის
თაობაზე“.ამასთან
დაკავშირებით, კვლავ
მახსენდება ჩვენი
გენიალური კინოშედევრი.
„მე მეგონა, რომ სოსომ არ
იცოდა“ - უპასუხა შუქრის
ბატონმა ვასომ. „მთავარია,
რომ იცის“ - ოპტიმისტურად
დაასრულა პოლემიკა ვაჟა
ზაზაევიჩმა. ასე რომ,
მთავარია - უკრაინას ზუსტად
ეცოდინება, რას არ
ეთანხმება. ხოლო
„გამყრელიძის დასკვნაზე“
დაყრდნობით, „ამ ეტაპზე“ -
შეთანხმება უკრაინაზე
მიღებული იქნება...“- წერს
დავით ქართველიშვილი.