კონკრეტულ სახელ-გვარებზე საუბარი ამ ეტაპზე არ გახლავთ პოლიტიკურად მიზანშეწონილი" - განიხილება თუ არა ნიკა გილაური ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში

Primetime.ge 2 თვის წინ 20
კონკრეტულ სახელ-გვარებზე საუბარი ამ ეტაპზე არ გახლავთ პოლიტიკურად მიზანშეწონილი" - განიხილება თუ არა ნიკა გილაური ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში
პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენელი, ირაკლი ფავლენიშვილი ნიკა გილაურის პრეზიდენტთან კონსულტაციებისა და წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.კითხვაზე - განიხილება თუ არა ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში ნიკა გილაური, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადამიანების სახელსა და გვარზე საუბარი ნაადრევია."ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში ზოგადად, არცერთ სახელსა და გვარზე არ ვსაუბრობთ, ჯერ ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენთვის ეს დისკუსია ამ ეტაპზე არ არის მნიშვნელოვანი. კონსულტაციები არსებობს, ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ კომუნიკაცია საერთოდ არ გვაქვს პრეზიდენტთან, უბრალოდ, მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ კონტრპროდუქტიულია მთავარი საარჩევნო თემა ზოგადად მედიაში იყოს ის, თუ ვინ რა პოსტს დაიკავებს.არცერთი სახელი და გვარი ამ ეტაპზე არ აინტერესებს "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას". ეს საკითხი ჩვენთვის არ გახლავთ საინტერესო. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც სახელი და გვარები გაგებული გვქონდეს, მაგრამ მე პირადად არც დავინტერესებულვარ," - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია