ევროპასთან ინტეგრაციის,
საგარეო ურთიერთობათა და
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტების ერთობლივ
სხდომაზე „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“
კანონპროექტთა პაკეტი
განიხილეს, რომელიც
შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილემ
ალექსანდრე დარახველიძემ
წარადგინა.„მიგრაციული
ნაკადების მართვა და
ეფექტური საკანონმდებლო
ნორმები ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის
უმნიშვნელოვანესია. დღეს
თავშესაფრის სისტემაში
პირის დარეგისტრირებიდან
მისი გაძევების
პროცედურამდე, საკმაოდ
გრძელი გზაა, რაც რეალურად
ხელს უწყობს ქვეყანაში
მიგრანტების რაოდენობის
ზრდას და სახელმწიფოს
უჩენს დამატებით
ვალდებულებებს ამ პირების
მიმართ. გარდა იმისა, რომ
თავად მიგრაციის
დეპარტამენტს უწევს
საკითხის განხილვა, ასევე,
გათვალისწინებულია
განხილვა ორი ინსტანციის
სასამართლოში,
შესაბამისად,
განაცხადების რაოდენობით
იტვირთება როგორც
მიგრაციის დეპარტამენტი,
ასევე, კიდევ უფრო მეტად
სასამართლო. ეს იწვევს
პროცესის გაჭიანურებას და
ქვეყანაში ამ პირების
რაოდენობის ზრდას“, -
განაცხადა ალექსანდრე
დარახველიძემ.მისი თქმით,
გაძევების პროცედურასთან
დაკავშირებით
კანონმდებლობაში
მნიშვნელოვანი ხარვეზები
იყო.„სწორედ ამ ხარვეზების
ანალიზის, ასევე, საუკეთესო
ევროპული გამოცდილებისა
და დირექტივების ანალიზის
შედეგად, შემუშავდა
წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი,
რომელიც ითვალისწინებს 18
კანონში ცვლილებას“, -
განაცხადა
მომხსენებელმა.როგორც
ალექსანდრე დარახველიძემ
განმარტა, „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ ახალი
კანონით ცალსახად იქნება
გაწერილი, რომ თავშესაფრის
მოთხოვნა შესაძლებელი
იქნება მხოლოდ სამ
უწყებაში. იმ შემთხვევაში,
თუკი ადამიანი ლეგალურად
იმყოფება ქვეყანაში და მას
სურს თავშესაფარი, უნდა
მიმართოს მხოლოდ
მიგრაციის დეპარტამენტს.
თუ ადამიანი იმყოფება
პენიტენციურ
დაწესებულებაში - მხოლოდ ამ
დაწესებულებას და თუ პირს
სახელმწიფო საზღვარზევე
სჭირდება თავშესაფარი,
მაშინ უნდა მოითხოვოს
სახელმწიფო
საზღვარზე.მისივე თქმით,
შემოდის დასაშვებობის
ეტაპი, რაც გულისხმობს
იმას, რომ თუ განაცხადმა
ვერ გადალახა
დასაშვებობის ეტაპი, ამ
შემთხვევაში, პირი არ
ითვლება თავშესაფრის
მაძიებლად და მალევე
იქნება შესაძლებელი
გაძევების პროცედურის
დაწყება.როგორც მან
აღნიშნა, შემოდის ახალი
მექანიზმი, რომელიც
ითვალისწინებს ქვეყანაში
შემოშვების გარეშე,
საზღვარზევე თავშესაფრის
პროცედურის განხილვას,
რომლის მაქსიმალური ვადა
არის 28 დღე.ასევე
ინიციატივის თანახმად,
შემოდის ვალდებულება, რომ
თუ პირი, პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებიდან 10 დღის
ვადაში მოითხოვს
თავშესაფარს, ის ჩაერთვება
ამ პროცესში. გარდა ამისა,
ინერგება თავშესაფრის
განხილვის დაჩქარებული
პროცედურა იმ
უცხოელებისთვის,
რომლებმაც თავშესაფარი
ქვეყანაში შემოსვლიდან 1
თვის ვადაში არ
მოითხოვეს.საკანონმდებლო
ინიციატივით ინერგება
გადაწყვეტილების
ჩაბარების ელექტრონული
სისტემა, რაც გასაჩივრების
ვადების კონტროლს
მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს. მცირდება
თავშესაფრის განხილვისა
და გასაჩივრების
ვადები.მომხსენებლის
ინფორმაციით, „სისხლის
სამართლის კოდექსს“
სასჯელის ახალი სახე -
უცხოელის საქართველოდან
გაძევება და განსაზღვრული
ვადით საქართველოში
შემოსვლის აკრძალვა
ემატება. ასევე,
განისაზღვრება სასჯელის
ახალი სახე − უცხოელის
საქართველოდან გაძევების
შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების
აღსრულებისთვის ხელის
შეშლა.მისივე განმარტებით,
მნიშვნელოვანი სიახლეა ის,
რომ „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსს“ ადმინისტრაციული
სახდელის ახალი სახე −
უცხოელის საქართველოდან
გაძევება და უცხოელის
ქვეყანაში შემოსვლის
აკრძალვა დაემატება.
მკაცრდება სანქციები იმ
ადამიანების მიმართ, ვინც
ქვეყანაში უვიზოდ
მოგზაურობის წესებს
დაარღვევს.„წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივა
მოიცავს ყველა
მიმართულებას, რაც
მნიშვნელოვანია ქვეყნის
უსაფრთხოებისთვის და ეს
კანონმდებლობა
ნაკარნახევია იმ
საერთაშორისო პრაქტიკით,
რომელიც დღეს უკვე
ინერგება ევროპაში და
მოქმედებს ამერიკის
შეერთებულ შტატებში. ყველა
ქვეყანა ცდილობს დაიცვას
საკუთარი ქვეყნის
უსაფრთხოება და
ინტერესები“, - განაცხადა
ალექსანდრე
დარახველიძემ.წარმოდგენილი
ცვლილებებით მოხდება
ევროკავშირის სამ
დირექტივასთან დაახლოება,
ასოცირების შესახებ
შეთანხმების ვალდებულების
არალეგალური მიგრაციის
წინააღმდეგ ეფექტიანი და
პრევენციული პოლიტიკის
გაძლიერების ხელშეწყობა
და ვიზის ლიბერალიზაციის
ანგარიშში შემუშავებული
ევროკომისიის
რეკომენდაციის შემდგომი
შესრულება.სამი კომიტეტის
გაერთიანებულ სხდომაზე
კანონმდებლებმა
წარმოდგენილ
კანონპროექტთა პაკეტს
მხარი
დაუჭირეს.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.