პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის, არჩილ
გორდულაძის განცხადებით,
კოლექტიურმა
„ნაცმოძრაობამ“
პატრონების დავალება
შეასრულა.გორდულაძის
თქმით, მათ ისეთივე
დავალება ჰქონდათ, როგორც
2020 წელს, როცა სცადეს,
არალეგიტიმურად
გამოეცხადებინათ ქართველი
ხალხის გადაწყვეტილება.„2024
წელსაც სცადეს, რომ შარლ
მიშელი ორი გამეორებულიყო,
თუმცა ეს არ გამოუვიდათ,
კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ
და ხახამშრალი არიან – არ
შეუძლიათ, საპარლამენტო
ბერკეტები გამოიყენონ, მათ
შორის მთავრობის
კონტროლის განხორციელების
მიმართულებით“, – აღნიშნა
არჩილ
გორდულაძემ.ცნობისთვის,
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა სოციალურ
ქსელში პოსტი გამოაქვეყნა
და 2024 წლის 26 ოქტომბრის
საპარლამენტო
არჩევნებიდან ექვსი თვის
პერიოდი შეაჯამა.