კოდორის ხეობის მკვიდრი სიმონ გასვიანი: 2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე განაგებდა ხეობაში მდგომარეობას, ის ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო

Primetime.ge 1 დღე წინ 8
კოდორის ხეობის მკვიდრი სიმონ გასვიანი: 2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე განაგებდა ხეობაში მდგომარეობას, ის ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო
[2008 წლის ომის დროს] სოსო ქარჩაიძე იყო, ვინც განაგებდა [კოდორის] ხეობაში მდგომარეობას, - ამის შესახებ კოდორის ხეობის მცხოვრებმა, სიმონ გასვიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემის განხილვა მიმდინარეობს.გასვიანის განცხადებით, თავად იმ პერიოდში მესაზღვრედ მუშაობდა და სოსო ქარჩაიძეს, რომელიც იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო, ემორჩილებოდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა, არამედ, თავდაცვის სამინისტროც."მე იქ დავდიოდი თათბირებზე ორშაბათობით, როდესაც მეთაური არ იყო. იქ თავდაცვასთან ერთად, ბევრი ქვედანაყოფი იყო შემოსული, 16 თუ 17, და ყველაფერს რომ ის განაგებდა, ამიტომ ვიცით მისი სახელი და გვარი ყველამ. ის ვანო მერაბიშვილის კაცი, მისი წარმომადგენელი იყო. თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც, ჩვენც მესაზღვრეებიც, მთელი სამმართველო მას ვემორჩილებოდით. თავდაცვიდან, მახსოვს, იყო გივი კაპანაძე, ძალიან კარგი ადამიანი, მას ძირითადად ჰყავდა წვევამდელები, ჯარში ახალი გაწვეული ბავშვები. სიმართლე გითხრათ, [ქარჩაიძე და კაპანაძე] ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობოდნენ, დაპირისპირებაში იყვნენ." - განაცხადა სიმონ გასვიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია