საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველ მოადგილეზე, მარიამ
ლაშხზე განხორციელებულ
თავდასხმას ოპოზიციის
წარმომადგენლები
ეხმაურებიან.პარტია "ლელო -
ძლიერი საქართველოს"
პოლიტიკური საბჭოს წევრი,
ლანა გალდავა ამბობს, რომ
სასამართლოს მხრიდან
პატიმრობის გამოყენება
არაპროპორციული
ღონისძიება
იყო."გამოხატვის
თავისუფლება ამ ქვეყანაში
არის დაცული. ეს არის
კონსტიტუციით
გარანტირებული უფლება,
მაგრამ, ამავდროულად
არასრულწლოვნების,
ბავშვების იქ ჰყოფნის
საკითხი ცხადია, არის მძიმე
თემა და ამასთან
დაკავშირებით, თვითონ
მონაწილე პირებმა თავადვე
გააკეთეს კომენტარები,
თავადვე დაწერეს
სტატუსები, მაგრამ
სასამართლოს მხრიდან
პატიმრობის გამოყენება
იყო არაპროპორციული
ღონისძიება," - აცხადებს
ლანა გალდავა.პარტია
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" გენერალური
მდივნის მოადგილე, ირაკლი
ფავლენიშვილი ამბობს, რომ
მცირეწლოვან ბავშვთან
მსგავსი ქმედებები
მიუღებელია."გვაქვს მყარი
პოზიცია, რომ მცირეწლოვან
ბავშვთან მიმართებაში ეს
უნდა იყოს დაცული, რომ არც
ერთ ადამიანს, თუნდაც
საკუთარ პოლიტიკურ
ვერსიად არ უნდა გააცნო,
გამომდინარე
სენსიტიურობიდან. მაგრამ,
ძალიან უსამართლო განცდას
ტოვებს, რატომ არის იმ
ადამიანებზე თავდასხმა
ბარბაროსული აგრესია, თან
სიტყვიერი და არა აგრესიულ
ფორმით და ფიზიკური
შეურაცხყოფით, და ბიტიანი
ხალხი რომ გხვდება, თურმე
არავის იდენტიფიცირება და
არავის დასჯა არ უნდა
მოხდეს. ეს არის ისეთი
ტიპის უსამართლობა,
რომელსაც ვერ შეეგუება
ვერავინ," - აცხადებს ირაკლი
ფავლენიშვილი.ცნობისთვის,
მარიამ ლაშხის
შეურაცხყოფის საქმეზე
ლიკა ლორთქიფანიძეს და
თათია აფრიამაშვილს 12
დღიანი პატიმრობა
შეუფარდეს.