კობახიძე და „ქართული
ოცნება“ კიდევ ბევრ
სიურპრიზს უნდა ელოდოს
მათივე ყოფილი, შეიძლება
ითქვას,
თანაგუნდელებისგან , - ამის
შესახებ „ნაციონალური
მოძრაობის“ ერთ-ერთი
ლიდერი სოფო ჯაფარიძე
აცხადებს.„ყველაფერს ვერ
ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ
ძალიან მალე ძალიან ბევრ
სიურპრიზს უნდა ელოდონ
მათგან.ასე რომ, რეჟიმი
დასუსტებულია, რეჟიმი
სრულიად გამოშიგნულია,
ჩამოშლილია და დაგვრჩა
ერთი - გაფორმება
საქართველოს გამარჯვების,
რომელიც უნდა მოხდეს 4
ოქტომბერს და ყველას, მთელ
საქართველოს, 4 ოქტომბერს,
16:00 საათზე, ველოდებით
რუსთაველის გამზირზე, რათა
ერთად მივიღოთ ის
გამარჯვება, რომელსაც
ჩვენი ქვეყანა ნამდვილად
იმსახურებს“, - აცხადებს
სოფო ჯაფარიძე.