7 თვეზე ნაკლები რჩება
თვითმმართველობის
არჩევნებამდე - ამ ეტაპზე,
სურათი უცვლელია.
მარათონში ჩართვაზე ღიად
პოზიტიური პასუხი აქვს
მხოლოდ "გირჩს" - პარტიაში
აცხადებენ, რომ უკვე მიდის
სამზადისი 4
ოქტომბრისთვის.არჩევნებში
მონაწილეობას გამორიცხავს
"ნაციონალური მოძრაობა",
სადაც მიაჩნიათ, რომ,
არსებული ადმინისტრაციის
პირობებში, არჩევნებში
მონაწილეობა არ არის
გამართლებული როგორც
პოლიტიკურად, ასევე
პრაგმატულად.რაც შეეხება
სხვა პარტიებს - პასუხი "კი"
ან "არა" აქ არ აქვთ - ამბობენ,
რომ დღეს ეს თემა აქტუალური
არაა."კოალიცია "ლელო -
ძლიერი საქართველო" არც კი
უმსჯელია და არც
მიმდინარეობს მსჯელობა
თვითმმართველობის
არჩევნებზე მარტივი
მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს
ორი ძირითადი მთავარი
მოთხოვნა,
პოლიტპატიმრებისა და იმ
ახალგაზრდების
გათავისუფლება და ახალი
არჩევნების ჩანიშვნა", -
აცხადებს "ძლიერი
საქართველოს" გენერალური
მდივანი ირაკლი კუპრაძე.